კარლო ანჩელოტი 2021-2025!

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის „რეალს“ კარლო ანჩელოტისთან დამშვიდობების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. სულ ცოტა ხნის წინ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადებით დაადატურა იტალიელ სპეციალისტთან თანამშრომლობა.

მწვრთნელობის მეორე ეტაპზე, ანჩელოტი „რეალს“ სათავეში 2021-2025 წლებში ედგა და 4 სეზონის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ტიტულების მოგება შეძლო.

2022 და 2024 წელს კარლოს ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგის 2 თასი ფიქსირდება, ამას კი ემატება სხვა ჯილდოებიც, რომელიც მართლაც თვალსაჩინოა.

ზემოხსენებული ჩემპიონთა ლიგის გარდა ანჩელოტი ასევე 2-ჯერ მოიგო ევროპის სუპერთასი, ასევე 2-ჯერ ლა ლიგა, ერტხელ სამეფო თასი, ერთხელ მსოფლიო საკლუბო მუნდიალი და ერთხელ ინტერკონტინენტალის თასი.

ასევე აღსანიშნავა, რომ ის გუნდს სათავეში 2013-2015 წლებშიც ედგა, ჯამურად კი „რეალში“ 6 წლის განმავლობაში იმუშავა და 15 ტიტული მოიგო, ეს კი ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

არავის დაავიწყდება დრამატული შეხვედრები ჩემპიონთა ლიგაზე „პსჟ“-სთან, „სიტისთან“, „ჩელსისთან“, „ლივერპულთან“, „დორტმუნდთან“ და ასე შემდეგ.

ანჩელოტის ბოლო სეზონი უფერული გამოდგა, მაგრამ ეს ვერ დაჩრდილავ იმ საუკეთესო მიღწევებს, რომელიც იტალიელმა გუნდში დააფიქსირა.

Gracias Carlo!


1

12 მაი 2025 21:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 170

ყველაფრისთვის მადლობა, პაპა. უდავოდ რეალის ლეგენდაა და, ალბათ, ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელიც. ფაქტია, რომ მისი საფეხბურთო მიდგომა უფრო ხშირად ამართლებდა, ვიდრე არა. უბრალოდ, როცა ფეხბურთი ყოველწლიურად ვითარდება და შენ ამდენი ეგოისტი დივა გყავს გუნდში, ადრე თუ გვიან, საქმეს ვეღარ უშველი 12-13 კაციანი ამოჩემებული როტაციით, წარბის აწევით ან ფეხბურთელისთვის მეტი თავისუფლების მიცემით. აბა შენ იცი, კარლიტო. გააჩუმე ჰეითერები ბრაზილიის ნაკრებით!


2

12 მაი 2025 22:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 120

პერესის წუწურაქობას შეეწირა კარლოს მადრიდული კარიერა, არა და ამაზე მაგარი მწვრთნელი რეალს არ ჰყოლია და ალბათ არც ეყოლება. რონალდუს წასვლის შემდეგ დაშლილი გუნდი ჩაიბარა და იმავე წელს ლიგა და ლალიგა დადო, ერთი წლის შემდეგ ისევ იგივე გაიმეორა, წელსაც დადებდა ორივეს, პლიუს სამეფო თასსაც პერესს ერთი მარჯვენა მცველი რომ ეყიდა ზამთარში

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (7)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)