მოდრიჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ჩაბი მიიღებს!
ლუკა მოდრიჩს მადრიდის „რეალში“ დარჩენა სურს და ამის მზაობა აქვს, საბოლოო გადაწყვეტილება კი ჩაბი ალონსომ უნდა მიიღოს.
თუ ესპანელი სპეციალისტი ჩათვლის, რომ ლუკიტა გუნდში სჭირდება, „რეალი“ მზად არის, ხორვატ ლეგენდას დამატებით 1 წლიანი ხელშეკრულება გაუფორმოს.
აღსანიშნავია, რომ ნახევარმცველი 9 სექტემბერს 40 წლის ხდება, ეს კი საკმაოდ დიდი ასაკია.
„მარკას“ ინფორმაციით, ლუკა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს და ჩაბისთან მუშაობის პერსპექტივას შეაფასებს.
- 12 მაი 2025
- 1 863
- 15
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.