„რეალი“ ალონსოს წარდგენას 1 ივნისს გეგმავს
მადრიდული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ ჩაბი ალონსოს ოფიციალურად 1 ივნისს წარადგენს.
ბასკი სპეციალისტი ფლორენტინო პერესს შეხვდება და გაიმართება ოფიციალური ცერემონია, სადაც კონტრაქტს მოეწერება ხელი.
ესპანელი მწვრთნელი ბერნაბეუზე პირველ ეტაპზე 2028 წლის ზაფხულამდე დარჩება.
ასევე ჩატარდება პრესკონფერენცია და შედგება ვიზიტი საწვრთნელ ბაზაზე.
ცნობილია, რომ ჩაბი გუნდს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც უხელმძღვანელებს.
- 12 მაი 2025
- 397
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.