რელანო:„ამდენმა ტრავმირებულმა მოთამაშემ სისტემური პრობლემები შექმნა“

ალფრედო რელანომ „ელ კლასიკო“ შეაფასა და მადრიდის „რეალში“ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

„მადრიდის „რეალმა“ კატალონიაში თამაში შესანიშნავად დაიწყო, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა და გუნდმა მაინც წააგო, რამაც ქომაგების განრისხება გამოიწვია და ეს სრულიად გასაგებია.“

„როდესაც გამარჯვება გსურს, შეტევაში ორგანიზებული უნდა იყო, თუმცა დაცვაც საჭიროა. ანჩელოტის გუნდის უკანა ხაზი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ზედმეტია საუბარი მწყობრ ფეხბურთსა და ზონების ჩაკეტვაზე.“

„ასევე აღსანიშნავია გამოუყენებელი მომენტები, როგორც ახალგაზრდა კასტილიელიც, ასევე ვინისიუსის და სხვების მხრიდან. როდესაც „ბარსელონსათან“ ამდენ მომენტს ქმნი, უფრო მეტი უნდა გაიტანო.“

„ჯუდ ბელინგემი ამ სეზონში არ აჩვენებს იმ დონეს, რასაც შარშან აჩვენებდა, მაშინ მას შედარებით სხვა ფუნქციები ჰქონდა.“

„ლუკას ვასკესს პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ეს არ იყო ინდივიდუალური წაგება. აქ წააგო სისტემამ და ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ტრავმირებული ფეხბურთელებია.“

„როდესაც ვერ გეხმარება კარვახალი, მილიტაო, რუდიგერი, ალაბა, კამავინგა და სხვები, იძულებული ხდება სხვანაირად ითამაშო.“

„„რეალს“ არ ჰყავდა ჩამშლელი, რადგან ჩუამენის საჭიროება დაცვის ხაზში იდგა.“

„საბოლოო ჯამში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სისტემური პრობლემები აშკარაა და მადრიდში ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო. ტრანსფერებს რა თქმა უნდა მივესალმები, რადგან ამის დრო ნამდვილად დადგა.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (16)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)