ნიკოლო ბარელა „რეალის“ რადარზე ბრუნდება
გასულ ზაფხულს ფლორენტინო პერესი ნიკოლო ბარელას კანდიდატურას ტონი კროოსის შემცვლელად განიხილავდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.
იტალიელმა ფეხბურთელმა პროგრესი განაგრძო და წელსაც „ინტერის“ ნახევარდაცვის უდავო ლიდერია.
ჩაბი ალონსო მარტინ სუბიმენდის ითხოვდა, მაგრამ ესპანელი ფეხბურთელი „არსენალში“ მიდის.
„რეალი“ კრეატიული შუახაზელის ძიებაშია, ბარელა კი ნამდვილად არის ერთ-ერთი კარგი ვარიანტი და „ბლანკოსი“ ამ მიმართულებით მუშაობას გეგმავს.
ბარელას შესაძლებლობები ამ ეტაპზე 80 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
კონტრაქტი, რომელიც იტალიელს „შავ-ლურჯებთან“ აკავშირებს, 2029 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.
- 12 მაი 2025
- 847
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.