Kicker - ალონსო ვირცის „ბაიერნში“ ტრანსფერის ჩაშლას აპირებს
Kicker-ის ინფორმაციით, ფლორიან ვირცის და მიუნხენის „ბაიერნის“ ურთიერთობა დროებით შეჩერებულია.
გერმანელმა ფეხბურთელმა ჩაბი ალონსოსთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი მიზანი სამშობლოში დარჩენაა და „ბაიერნი“ იდეალურ ვარიანტად მიაჩნია, თუმცა ჩაბი ბრძოლას გეგმავს.
Kicker-ის ცნობით, ალონსომ ფლორიანს სამეფო კლუბის შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია გააცნო და გარანტია მისცა, რომ ბერნაბეუზე გადასვლის შემთხვევაში, მას მუდმივი სათამაშო დრო ექნება.
ჩაბისთვის ფლორიანი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და ამ ტრანსფერზე ფლორენტინო პერესის მხარდაჭერაც აქვს.
გერმანელების ცნობით, თუ ვირცის „რეკორდმაისტერში“ გადასვლა ჩაიშლება, „რეალი“ ცდას აღარ დააკლებს და ახალგაზრდა ფეხბურთელს გაიფორმებს.
- 12 მაი 2025
- 1 477
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.