ვასკესის მიმართ მადრიდში დიდი კრიტიკაა
„ელ კლასიკოში“ ნაჩვენები საშინელი თამაშის გამო, ლუკას ვასკესმა მადრიდში ძალიან დიდი კრიტიკა მიიღო.
ბარსელონადან მადრიდში ჩაფრენის შემდეგ „რეალის“ ავტობუსმა გეზი ვალდებებასისკენ აიღო, სადაც მოთამაშეებს ბანერები დახვდათ.
ერთ-ერთი დიდი ბანერი წარწერით - „სირცხვილია“ ბაზის ირგვლივ რამდენიმე ლოკაციაზე იყო განთავსებული.
ფანებმა ასევე მიმართეს ლუკას ვასკესს და მიანიშნეს, რომ საშინლად ითამაშა.
ასევე არაერთი ბანერი გამოიფინა წარწერით - „ანჩელოტი წასვლის დროა“.
ქალაქი, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს, რა თქმა უნდა მძიმედ აღიქვამს გარემოებას, რომელიც მიმდინარე სეზონში „ელ კლასიკოებში“ დაფიქსირდა.
- 12 მაი 2025
- 759
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.