3 სასწრაფო ტრანსფერი „რეალში“ - პერესი მოქმედებაზე გადავიდა!
„მარკა“ და არაერთი ავტორიტეტული გამოცემა იუწყება, რომ მადრიდის „რეალი“ აქტიურ სატრანსფერო კამპანიაზე გადადის.
კლუბს მიზანს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე 3 ახალი ფეხბურთელით წასვლა წარმოადგენს.
არსებული ცნობებით, ტრენტ ალექსანდერ არნოლდთან ერთად „ბლანკოსი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალ ცენტრალურ მცველთან და მარცხენა მცველთან ერთად უნდა გაემგზავროს.
„ბარსელონასთან“ კიდევ ერთი მარცხი ფლორენტინოსთვის ძალიან რთულად აღსაქმელი აღმოჩნდა, პრეზიდენტი მოქმედებაზე გადავიდა და გუნდის სერიოზული გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი.
- 12 მაი 2025
- 4 098
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.