ანჩელოტიმ „რეალის“ მწვრთნელის რანგში 350-ე შეხვედრა გამართა!

მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონასთან“ მარცხმა მადრიდელებს კიდევ ერთხელ დაწყვიტა გული, ანჩელოტიმ საიუბილეო შეხვედრა ჩაატარა და ეს დღე ისტორიაში მაინც შევა.

იტალიელი სპეციალისტის მწვრთნელობის ორი ეტაპის განმავლობაში უკვე 350 მატჩი ჩაიწერა აქტივში.

აღსანიშნავია, რომ 350-იდან 247 შეხვედრა კარლოს გუნდმა მოიგო, 50 ფრედ დაასრულა და 53 წააგო.

ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით, ანჩელოტი მხოლოდ ლეგენდარულ მიგელ მუნიოსს ჩამორჩება, რომელსაც გუნდი მოედანზე გაყვანილი 605-ჯერ ჰყავდა.

რაც შეეხება განაწილებას ჩემპიონატების მიხედვით. 350 მატჩიდან 225 ლა ლიგაზე მოდის, 77 ჩემპიონთა ლიგაზე, 30 სამეფო თასზე, 10 ესპანეთის სუპერთასზე, 5 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე და 3 ევროპის სუპერთასზე.

კარლო ანჩელოტი „რეალის“ ისტორიის ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელია, მის ანგარიშზე 15 თასი ფიქსირდება, მათ შორის 3 ჩემპიონთა ლიგის არის.


1

11 მაი 2025 22:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 86

სეზონის ბოლოს ბოლოჯერ გააკუებია ფლიკმა პაპა კარლოს.ამას პერესი პირში მიცემს ისე გაუშვებს


2

12 მაი 2025 17:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 53

მშვენივრად აღნიშნა "საიუბილეო" მატჩი. იმედია ეს ბოლო თამაში იყო როგორც პერესი შეპირდა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (7)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)