ანჩელოტი:„დაცვაში საშინლად ვითამაშეთ, მბაპე კი საუკეთესო იყო“
კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონასთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„როდესაც 0:2 იგებ და შემდეგ ანგარიში 3:2 ხდება, ესეიგი სწორად არ მოქმედებ. ჩვენ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ვფიქრობ, კარგად ვუტევდით, მაგრამ დაცვაში სერიოზული პრობლემები გვქონდა.“
„შეტევაში გუნდს ნათელი ხედვა ჰქონდა. მბაპე მოწოდების სიმაღლეზე იდგა, ფრანგმა საოცარი მოძრაობები გააკეთა და ლამაზი გოლების გატანა შეძლო. მიხარია, რომ კილიანს ამხელა პროგრესი აქვს.“
„ვინისიუსს მეორე ტაიმში კოჭის პრობლემა ჰქონდა და ბოლოს შევცვალე, რადგან სირბილი აღარ შეეძლო.“
„ლა ლიგა ჯერ არ დასრულებულა, ჩვენი შანსი ფაქტობრივად აღარ არსებობს, თუმცა ვეცდებით, დარჩენილ 3 ტურში 9 ქულა მოვიპოვოთ და ჩემპიონატი ღირსეულად დავასრულოთ.“
„როდრიგო მოედანზე არ შევიყვანე, რადგან თავს კარგად არ გრძნობდა.“
„დაპირისპირება გოეშთან? აბსოლუტურად არანაირი დაპირისპირება არსებობს. მაღალი ტემპერატურული რეაქციის შემდეგ, ის დღეს თავს სუსტად გრძნობდა.“
„ოთხივე „ელ კლასიკო“ წავაგეთ, ეს კატასტროფული მაჩვენებელია. ახსნა ბევრია, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში შეტევასთან არანაირი პრობლემა არ მქონია, ჩვენი პრობლემა უკანა ხაზი იყო. როდესაც 4-ჯერ წააგებ, გამართლებაზე საუბარი სისულელედ მიმაჩნია.“
„შეიძლება თუ არა ამ „ელ კლასიკოებმა“ ჩემი მადრიდული კარიერა დაჩრდილოს? ყველას შეუძლია საკუთარი შეფასება ჰქონდეს, მე მას ან გავიზიარებ, ან არა.“
„დამოკიდებულებისა და ერთგულების თვალსაზრისით არაფერი გვაქვს დასაწუნი. მივიჩნევ, რომ ამ შეხვედრის 4-4 დასრულებაც შეიძლებოდა. ვერაფერს ვიტყვი, ჩვენ წავაგეთ და „ბარსელონას“ უნდა მივულოცოთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ფეხბურთელებმა მოინდომეს და ბოლომდე იბრძოლებს.“
- 11 მაი 2025
- 7 899
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.