მბაპემ ლევანდოვსკის 2 გოლით გაასწრო
კილიან მბაპემ კატალონიის „ბარსელონას“ კარში ჰეთ-თრიკის შესრულება ჰქონდა და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე გადავიდა.
ფრანგი ფორვარდის აქტივში უკვე 27 გატანილი ბურთია, პოლონელს კი 25 გოლი აქვს გატანილი.
„პიჩიჩისთვის“ ბრძოლაში ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურის ადრე ფრანგი „9“-იანი გალიდერდა და საკმაოდ კარგი შანსი მიიღო ინდივიდუალური ჯილდოსთვის.
ასევე აღსანიშნავია, რომ გუნდი, რომლის კარშიც ამ სეზონში მბაპემ ყველაზე მეტი გოლი გაიტანა, სწორედ „ბარსელონაა“, თუმცა წინახაზელს გამარჯვება ჯერ არ უგემია.
- 11 მაი 2025
- 732
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.