პერესი ცენტრალური მცველის საჭიროებაში დარწმუნდა

„მარკას“ ინფორმაციით, ფლორენტინო პერესს უკვე მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მცველი დაიმატოს.

დავიდ ალაბა მაღალი ალბათობით გუნდს დატოვებს, ანტონიო რუდიგერის და მილიტაოს დაბრუნებას კი დრო დასჭირდება და არავინ იცის, როგორ ფორმაში იქნებიან ისინი. განსაკუთრებით ამის თქმა ედერზე შეიძლება, რომელმაც 2 წლის განმავლობაში 2-ჯერ გაიწყვიტა ჯვარედინი მყესი, ეს კი მის სისწრაფეზე ყველა შემთხვევაში იმოქმედებს.

მიუხედავად ჟოან მარტინესის დაბრუნებისა, მიუხედავად რაულ ასენსიოს გამოჩენისა და ხაკობო რამონის პერსპექტივისა, „რეალს“ სჭირდება ტოპ კლასის ცენტრალური მცველი და ამაში ფლორენტინო დარწმუნდა.

ჰოისენის, ვილიამ სალიბას და სხვა მცველების გვარები არსად გამქრალა, მაგრამ მადრიდული გრანდის ხელმძღვანელობა ინტერესთა არელას აფართოვებს და სხვა მიმართულებებით მუშაობასაც გეგმავს.

პერესს სურს, რომ ივლისის შუა რიცხვებამდე „რეალის“ დაცვაში მნიშვნელოვანი სიძლიერე შეიტანოს, ეს კი ტრენტის შემდეგ, მარცხენა და ცენტრალური მცველის დამატებაში უნდა გამოიხატოს.


1

11 მაი 2025 20:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 151

ეს თუ ეხლა მიხვდა მაგას საღოლ ამას...


2

11 მაი 2025 20:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 25

არავის მომყვანი არარი ეს. დღესაც გამოჩნდა როგორ უჭირს გუნდს ფლანგებზე და დაცვაში, მერე ყველაფერი ანჩელოტის ბრალდება მარა ფაქტია მთელი სეზონი ნახევარი გუნდით ითამაშა და რაც გააკეთა ეგაც დასაფასებელია. 2019 წლის მერე ასეთი საშინელი რეალი არ მახსენდებოდა მარა წელს უარესიაა 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ალვარო გარსია 1
2 იამალი 1
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2025 (170)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)