ასენსიო 3000-იან ნიშნულზეა!

რომ არა ედერ მილიტაოს, ასევე დანიელ კარვახალის ტრავმები, რაულ ასენსიო შესაძლოა ახლა კასტილიის ფეხბურთელი ყოფილიყო, მაგრამ ახლა „რეალის“ მთავარი გუნდის დაცვის ლიდერია.

ესპანელმა ფეხბურთელმა არანორმალურად დიდი ბრძოლის ჟინი გამოავლინა, მან უკვე 38 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა და ჯამში 3000 წუთიან ნიშნულს გადაცდა.

ანჩელოტი ასენსიოს იყენებს, როგორც ლა ლიგაში, ასევე იყენებდა სამეფო თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე.

ბრძოლისუნარიანობა და ძალიან მყარი ფსიქიკა რაულის მთავარი თვისებაა, სწორედ ამიტომ ეიმედაბათ ესპანელის „რეალში“.

„მარკა“ კი მკაფიო ხაზს უსვამს, მის ჟინს „სელტასთან“ დაპირისპირების წინ, როდესაც ფეხბურთელს მოწამვლა, დიარეა და გულისრევის რამდენიმე ეპიზოდი აღენიშნებოდა, რის გამოც წონაშიც დაიკლო, მაგრამ მოედანზე მაინც გავიდა და 67 წუთის განმავლობაში ეხმარებოდა გუნდს, სწორედ იმიტომ, რომ დაცვაში ანჩელოტის აღარავინ ჰყავდა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (7)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)