ვინისიუსი და „რეალი“ საოცარ კონტრაქტზე შეთანხმდნენ

მადრიდული გამოცემების ცნობით, ვინისიუს ჟუნიორი და მადრიდის „რეალი“ ახალი კონტრაქტის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.

ახალი ხელშეკრულება 5 წლიანი იქნება და ვადად 2030 წლის 30 ივნისი განისაზღვრება, ვინისიუს ჟუნიორის ხელფასი კი წლიურად 20 მილიონი ევრო იქნება.

გარდა ამისა, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება საბონუსე სისტემა ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგის, ოქროს ბურთის და „პიჩიჩის“ მოგების შემთხვევაში.

ასევე აღსანიშნავია, რომ „რეალი“ ვინის ბონუსს იმდენჯერ გადაუხდის, რამდენჯერაც ის გამარჯვებული გახდება.

ამ ნაბიჯით, ფლორენტინო პერესს ბრაზილიელი მოთამაშის მოტივაციის კიდევ უფრო გაზრდა სურს.

მადრიდული გამოცემები იუწყებიან, რომ სეზონის ბოლოს ხელშეკრულებას ოფიციალურად მოეწერება ხელი, იქამდე კი დეტალები უკვე შეთანხმებულია.


1

გუშინ და 11:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 606

ამან თუარ მოუმატა მბაპე ადაპტაციას გადის + ტრამვა აწუხებს, მაგრამ მაინც ჯობნის, თან თავის პოზიციაზე ვინია, მეტი მოეთხოვება, ნდომა და ხელფასი საკმაოდ აქვს რეალისგან, ვერ ვიტყვით, არ/ვერ დაამტკიცაო, უბრალოდ ამ მომენტში ძალიან გვჭირდება თითოეული ფეხბურთელის მაქსიმუმი, იმედი მაქვს მცველების/ნახევარმცველების დაბალანსებით საგრძნობლად შეიცვლება შეტევითი პოტენციალი და სხვანაირ რეალს ვიხილავთ, მჯერა მე ალონსოსი, გასაგებია, რომ გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ლევერკუზენით შეუძლებელი შეძლო, ეს ნიჭის დამსახურებაა და მადრიდის რეალში წესით, ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ მეტის გაკეთება შეუძლია, ყველაზე მთავარი ამ ეტაპზე პერესისს აქტივობაა, სადაც საჭიროა ხალხის დამატება + გაუშვას დაბერებული ხალხი + ისეთები ვინც ბურთს საერთოდ ვერ/არ ეხებიან, სწორი ბალანსი/სწორი ცვლილებები! ჰალა მადრიდ!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 27
2 ლევანდოვსკი 25
3 ბუდიმირი 18
4 რაფინია 18

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2025 (148)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)