ანჩელოტი:„ჩვენ უნდა მოვიგოთ „ელ კლასიკო““

კარლო ანჩელოტიმ „ელ კლასიკოს“ წინ პრესკონფერენცია გამართა.

„გუნდი კარგად მოემზადა, ფეხბურთელები მოტივირებულები არიან, არ გვაკლია ჟინი და შემართება. ვფიქრობ, თუ ჩემს გეგმებს სტადიონზე სწორად გადავიტანთ, „ბარსელონას“ დავამარცხებთ. სწორედ ეს არის „ელ კლასიკოში“ წარმატების გზა.“

„სამეფო თასის ფინალში გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ ჩვენ მივიღეთ თვითრწმენა. ახლა ვიცით, რომ ლა ლიგა დევს სასწორზე, თუ 3 ქულას არ მოვიპოვებთ, საჩემპიონობა ბრძოლას გამოვეთიშებით, სწორედ ამიტომ, ძალიან დიდ ბრძოლას ვგეგმავთ.“

„როდრიგო გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზად არის. არდა გიულერი კარგად ვარჯიშობდა, ორივე ფეხბურთელის გამოყენება შემიძლია.“

„ჩაბი ალონსოს სიტყვები? წავიკითხე, რომ ბასკი „ლევერკუზენს“ ტოვებს. ფაქტია, რომ ესპანელი სპეციალისტი უბადლოდ მუშაობს, მან გერმანიაში ძალიან სწორად იმუშავა.“

„მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებს ტრავმები აქვთ, ჩვენი მიზანი კატალონიაში 3 ქულის მოპოვებაა. ჩვენ გვსურს გამარჯვება და ამაზე ვართ ორიენტირებულები, ახლა ტრავმირებულებზე საუბრის დრო არ არის.“

„„ბარსელონას“ და „ინტერის“ შეხვედრა ძალიან თანაბარი და კონკურენტუნარიანი გამოდგა. მე თვალი ვადევნე ამ შეხვედრას და ნამდვილად მივიღე სიამოვნება. კატალონიურმა კლუბმა დიდი ენერგია დახარჯა, რადგან „ინტერმა“ მწყობრი ფეხბურთი ითამაშა.“

„ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფავორიტი არ არსებობს. როგორც „პსჟ“-ს, ასევე „ინტერს“ გამარჯვების კარგი შანსი ექნება.“

„„რეალის“ მწვრთნელის რანგში 350-ე შეხვედრა უნდა ჩავატარო, ეს მართლაც საოცარი შედეგია. გამორჩეული შეხვედრა არაერთი იყო, მაგრა 2014, 2022 და 2024 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალები ჩემთვის დაუვიწყარია.“

„რამდენი ხანიც არ უნდა ვიცოცხლო, „რეალი“ ყოველთვის იქნება ჩემს გულში. მადრიდული გრანდისა და ჩემი ურთიერთობა ფანტასტიკურია. „ბლანკოსი“ და „მილანი“ ჩემთვის ყოველთვის შექმნიან სხვა განზომილებას.“

„ლა ლიგის მოგებისთვის თანმიმდევრულობაა საჭირო. არ არის მარტივი 38 ტურის განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე იდგე, თუმცა თუ ჩემპიონობა გინდა, ყოველთვის მაქსიმალურ ქულებზე უნდა ორიენტირდე.“

„არ ვამბობ, რომ ლა ლიგა ჩემპიონთა ლიგაზე რთული მოსაგებია, თუმცა საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს.“

„ჩემი ბოლო „ელ კლასიკო“? ეს არის ამ სეზონის ბოლო „ელ კლასიკო“ „რეალისთვის“, სხვას ვერაფერს გეტყვით.“

„როდესაც „რეალის“ მწვრთნელი ხარ, ყოველთვის უნდა ეცადო გაიზიარო რას ნიშნავს, ამ გერბის სადარაჯოზე დგომა. ამ გუნდის „დნმ“ გამარჯვებაა.“

„დაცვის ხაზი? ხაკობო რამონი და ვალიეხო სათადარიგო სკამზე იჯდებიან. საჭიროების შემთხვევაში მათ საქმეში ჩავრთავ, სასტარტოში კი ჩუამენი და ასენსიო ითამაშებენ.“

„რუდიგერი დააკლდება როგორც დაცვის ხაზს, ასევე სტანდარტულებს. ის მეორე სართულზე შესანიშნავია, თუმცა ახლა სხვა მოცემულობა გვაქვს და წარმატებას ასე უნდა მივაღწიოთ.“


1

41 minute above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 496

ბოლო ელკლასიკო არ წააგო კარლიტო

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 24
3 ბუდიმირი 18
4 რაფინია 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2025 (122)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)