კონკრეტული დავალებები 3-4-3 სისტემაში!

„მარკა“, „ას“-ი, ასევე არაერთი მადრიდული და არამადრიდული გამოცემა იუწყება, რომ ჩაბი ალონსო მადრიდის „რეალში“ ბევრ სიახლეს დაამკვიდრებს და ეს პირველ რიგში სათამაშო სისტემას შეეხება.

რატომ 3-4-3? იმიტომ, რომ ეს ალონსოს ხელწერაა, რომელმაც „რეალში“ ახალი სისტემა უნდა ჩამოაყალიბოს. ბასკი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელებმა კონკრეტული დავალებები უნდა მიიღონ, რომელსაც გაწერილი წესების მიხედვით შეასრულებენ.

3-4-3 სისტემაში დაცვის ცენტრში ამ ფორმაციისთვის რუდიგერის, მილიტაოს და რაულ ასენსიოს გამოყენება განიხილება. ამასთანავე „რეალი“ მუშაობს ვილიამ სალიბაზე და თუ ფრანგი ბერნაბეუზე ჩავა, შესაძლოა რამე შეიცვალოს.

რაც შეეხება ფლანგებს. ჩაბის ფორმაციის „რეალში“ მარცხენა და მარჯვენა ფლანგელებს, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში დიდი საქმე ევალებათ. ამ მხრივ ტრენტ ალექსანდერ არნოლდის გამადრიდელება მნიშვნელოვანია, მარცხენა ფლანგზე კი სერიოზულად არის სამუშაო.

ალონსოს ფორმაციის „რეალში“ ნახევარდაცვის ხაზში მთავარი მიზანი ბურთის ტოტალური კონტროლი, კრეატივის შექმნა და თამაშის მაქსიმალური გაშლა იქნება, რასაც თავის მხრივ მოყვება სწრაფი შემტევების ქმედებები.

ჩაბი მიიჩნევს, რომ ვინისიუს ჟუნიორის, მბაპეს, როდრიგოს და სხვების სისწრაფეების გამოყენება აუცილებელია, სწორედ ამიტომ, სწორი ტაქტიკური მონახაზი „ბლანკოსის“ ექსტრა კლასის შემტევებს დამატებით შესაძლებლობებს მისცემს.

ყოველივე ზემოაღნიშნული ჯერ კიდევ გეგმაა, რომელიც ფურცელზე წერია, პრაქტიკაში კი ზაფხულიდან უნდა განხორციელდეს. მადრიდში ჩასვლის შემდეგ ალონსოს ხედვებში კიდევ უფრო მეტი სიცხადე შევა.


1

10 მაი 2025 12:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 523

კარვახალს ნაგავში აგდებთ?


2

10 მაი 2025 13:00

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 3 982
  • |
  • კომენტარები: 21
10 მაი 2025 12:57, el moro says:

კარვახალს ნაგავში აგდებთ?

ნაგავში ვინ ჩააგდებს, მარჯვენა ფლანგზე ტრენტიც დაიმატა და პრობლემა არ ექნება და მარცხნივ სამუშაო აქვს. მენდის და ფრანის იმედზე აღარ უნდა იყოს გუნდი. არცერთ არ აქვს კრეატივი და ის კლასი, რომელიც საჭიროა 


3

10 მაი 2025 13:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 185

უაზრობაა. 3-5-2 კიდე ხო და ასე, საყრდენი ვინ უნდა იყოს? ფედე?


4

10 მაი 2025 13:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 846

ბევრ გოლებს ვიხილავთ... გაგვიტანენ 2-ს 4 უნდა გავუტანოთ... სანახობრივი იქნება, მაწყობს.

უბრალოდ, მართლა ცენტრში საყრდენად ჩუამენის განიხილავს?

4-4-2 უფრო მომეწონებოდა...


5

10 მაი 2025 14:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 105

ეს წყობა რახანია გვჭირდება, ვალვერდე იფრენს ამ წყობაში, ტრენტი და ეგ ცენტრს და დაცვის ფლანგებს გაცვლიან. ძაან მაგარი წყობაა ჩვენთვის. აქედან საყიდელია აუცილებლად ვინმე, და მთავარი საყიდლები ცენტრშია, ამ წყობით 2 ცენტრ მცველი გვინდა, ჰიონესი და სალიბაც, ალაბა ვალიეხო გასაყიდია. ცენტრში ვალვერდე ბელინგენი ჩუამენი, ჩუამენი ჩამშლელად, ჯუდი აწეული 10იანზე, წინ ვინი მბაპე. აი ეს ტაქტიკა იქნება მაქსიმუმს რო გავწურავთ იგროკებს. ალონსო ყველანაირად მომწონს უკვე


6

10 მაი 2025 14:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5

ასე მგონია ჩაი*ვამს


7

10 მაი 2025 15:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 212

ზუბიმენდი გაიყიდა არსენალში, თუ ჩუამენზე კეთდება გათვლა, + ნომინალური 3 ცენტრალური მცველი ალბათ სტანდარტებსეც დიდ გათვლას აკეთებს რადგან ტრენტის ჩაბზრიალებები კი ვიცით.

3-4-3 ში გვრჩება 2 შემტევის მცველი, ჯუდი-ფედე, წინ მბამპე-ვინი. არდას ადგილი მაინც არ რჩება, არადა მოხიბლულია მისითო და ა.შ გეგონება გადამწყვეტ როლს არგებს არადა ამფორმაციაში ისევ სკამი უწევს.



8

10 მაი 2025 19:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 485

სამი ცენტრდეფიდან ალბათ კარვა იქნება მარჯვენა,ზევით ვისაც იყიდიან მარცხნივ ჩუა ფედე ტრენტი,ვინი ჯუდი მბაპე


9

10 მაი 2025 19:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 212
10 მაი 2025 19:23, REZY says:

სამი ცენტრდეფიდან ალბათ კარვა იქნება მარჯვენა,ზევით ვისაც იყიდიან მარცხნივ ჩუა ფედე ტრენტი,ვინი ჯუდი მბაპე

ჩუამენზე კეთდება გათვლა ანუ? მაგ შემთხვევაში არდა მიდის რუსკი კარაბლზე.. შეიძლება ფედე ათამაშოს ჩამშლელათ და არდა შეუწყვილოს CM-ზე ტემპის დამჭერ როლში, წინ ჯუდი.

მოკლედ სიახლეებს ვსაჭიროებდით და კარგი ვარიაციები გველოდება შემადგენლობაში, + თამაშის სტილში



10

10 მაი 2025 23:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 439
10 მაი 2025 13:23, BERSERK says:

უაზრობაა. 3-5-2 კიდე ხო და ასე, საყრდენი ვინ უნდა იყოს? ფედე?

ჩუამენი უნდა  იყოს ვალვერდე  ბელინგემი  ეგაა წონ 3 ული და უამრავი დრო ნიკოს არდას   


11

10 მაი 2025 23:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 185
10 მაი 2025 23:06, super vini.jr 20 says:
10 მაი 2025 13:23, BERSERK says:

უაზრობაა. 3-5-2 კიდე ხო და ასე, საყრდენი ვინ უნდა იყოს? ფედე?

ჩუამენი უნდა  იყოს ვალვერდე  ბელინგემი  ეგაა წონ 3 ული და უამრავი დრო ნიკოს არდას   

მერე ტრენტი? 3-4-3-ში მარჯვენა ნახევარმცველად განიხილება წესით. ეგეთ შემთხვევაში, მარცხნივაც საჭიროა იგივე როლის ფეხბურთელი  და რჩება ბელინგემის შემტევ ნახ. მცველობა  და ფედეს საყრდენობა.

რავი, ალონსომ უკეთ იცის (იმედია) :D

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ალვარო გარსია 1
2 იამალი 1
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2025 (170)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)