ახალ სისტემას ფლანგის მცველები ძალიან სჭირდება!

არაერთი ავტორიტეტული გამოცემა იუწყება, რომ ჩაბი ალონსო მადრიდის „რეალში“ სრულიად ახალ სისტემას დანერგავს, რომელიც გუნდს აქამდე არ გამოუეყენებია, ამისთვის ფლანგის კარგი მცველებია საჭირო.

3-4-3 სისტემაში როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მცველზე ძალიან დიდი ზეწოლა წამოვა, სწორედ ამიტომ, ფლორენტინო პერესს აქტიურობა მოუწევს.

მარჯვენა ფლანგს კარვახალი და ტრენტი დააკომპლექტებენ, მარცხნივ კი სამუშაო ბევრია.

Bernabeudigital-ის ინფორმაციით, „ბლანკოსის“ მთავარი პრიორიტეტები ტეო ერნანდესი და მილოშ კერკეზი არიან. ორივე მოთამაშეს შეუძლია სირბილი, ასევე დაცვაში მწყობრად თამაში და შეტევებში სიმწვავის შეტანა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესმა „მილანთან“ კომუნიკაციის დამყარების დავალება უკვე გასცა. „რეალი“ ტეო ერნანდესზე მუშაობას უკვე დაიწყებს.

რაც შეეხება კერკეზს, „ბორნმუთის“ ფეხბურთელს პრემიერლიგაში დარჩენის პესპექტივა იზიდავს, სწორედ ამიტომ, შესაძლოა „სიტიში“,  ან „ლივერპულში“ აღმოჩნდეს, თუმცა „მერენგები“ ამ მიმართულებითაც სერიოზულად მუშაობენ. მადრიდში ეჭვი არ ეპარებათ, რომ კერკეზი „რეალსაც“ დათანხმდება, ვინაიდან ხვდება, რომ უმალვე მოუწევს სასტარტო შემადგენლობაში თამაში.


1

10 მაი 2025 14:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 25

ამდენს წერენ და ზაფხულის ბოლოს ისევ მენდი და გარსია შეგვრჩება მგონი მარცხენა ფლანგზე 


2

10 მაი 2025 17:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 870

30 აგვისტოს გაახსენდება ბაბუს ტრანსფერები 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ალვარო გარსია 1
2 იამალი 1
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2025 (170)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)