პინტუსს უკვე 6 მსურველი ჰყავს
ცნობილია, რომ ფიზ.მომზადების მწვრთნელი, ანტონიო პინტუსი კარლო ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრებში არ გაყვება, მას საკლუბო საქმიანობა ხიბლავს და აინტერესებს.
იტალიელ სპეციალისტზე ნადირობა უკვე გამოცხადებულია, ვინაიდან ცნობილი გახდა, რომ ჩაბი ალონსო მას შეცვლის და ფიზ.მომზადების სპეციალისტად იმ ადამიანს დანიშნავს, ვინც მასთან ერთად „ლევერკუზენში“ მუშაობს.
პინტუსს შემოთავაზებები აქვს, როგორც ინგლისის პრემიერლიგიდან, ასევე იტალიიდან.
კულუარული ინფორმაციით, ანტონიო სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრობს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ამის დრო დადგა.
ანტონიოს ისეთ გამოცდილ სპეციალისტებთან მუშაობის გამოცდილები აქვს, როგორებიც ანჩელოტი, კონტე, ზიდანი, ბენიტესი, გასპერინი, დეშამი, ტრაპატონი, მარჩელო ლიპი და ჯალუკა ვიალი არიან.
არაოფიციალური ინფორმაციით, ანტონიო კონტეს პინტუსთან გარკვეული კომუნიკაცია უკვე ჰქონდა.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
- დღეს, 12:11
- 330
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.