ალონსოს რეკომენდაცია ჟოზე მოურინიომაც გაუწია
Confidencial-ის ცნობით, ფლორენტინო პერესი ჩაბი ალონსოსთან დაკავშირებით ჟოზე მოურინიოსაც ესაუბრა.
საჯაროდ ცნობილია, რომ პერესსა და პორტუგალიელ სპეციალისტს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა. პერესისთვის ჟოზე ყოველთვის იყო ავტორიტეტი.
არსებული ცნობით, მოურინიომ პერესს უთხრა, რომ ამ ეტაპზე გუნდში ჩაბის დანიშვნა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, ვინაიდან ესპანელი სპეციალისტის განახლებული ხედვები იდეალურ თავსებადობაში მოვა „ბლანკოსის“ მოთხოვნებთან.
მოურინიო ჩაბის მწვრთნელი იყო და ჯერ კიდევ 13-14 წლის წინ ამბობდა, რომ ალონსოსგან, როგორც ფეხბურთელისგან იღებდა საოცარ ტაქტიკურ რჩევებს.
- 10 მაი 2025
- 682
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.