ჯუდი ოპერაციას ივლისში გაიკეთებს

ჯუდ ბელინგემს მხარზე ოპერაცია სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი უკვე წელიწადნახევარზე მეტია მიმდინარეობს, ინგლისელი მოთამაშისთვის ქირურგიული ჩარევა გარდაუვალია, რადგან მას ტკივილები აწუხებს.

მაღალი ალბათობით, ჯუდი ოპერაციას ივლისში გაიკეთებს და აღდგენით პროცესსაც დაიწყებს.

აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ინგლისელი მოთამაშისთვის პრე-სეზონი სრულფასოვანი ვერ იქნება, თუმცა „რეალში“ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის უნდა გააკეთონ.

სეზონის სტარტის შემდეგ ქირურგიული ჩარევა ბელინგემს ძალიან ბევრ მატჩს გამოატოვებინებს, ზაფხულში ოპერაციის გაკეთება კი მხოლოდ პრე-სეზონს.

ექიმების ვარაუდით, ოპერაციის შემდეგ ჯუდს 6-იდან 8 კვირამდე დასჭირდება მწყობრში სრულად ჩასადგომად.

ასევე არსებობს ვარაუდი, რომ ნახევარმცველმა შესაძლოა ოპერაცია უფრო ადრეც გაიკეთოს, ეს კი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა შედეგებს დააფიქსირებს „რეალი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე. თუ გუნდი ტურნირს ნაადრევად გამოეთიშება, ბელინგემის ოპერაციაც  შედარებით ადრე ჩატარდება.


1

10 მაი 2025 14:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 226

დაასვენეთ ეს ბიჭი და გაიკეთოს სეზონის დასრულების შემდეგ ოპერაცია, ამერიკაში წამსვლელები საკმაოდ გვყვავს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ალვარო გარსია 1
2 იამალი 1
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2025 (170)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)