„არსენალმა“ საფრთხე იგრძნო და სალიბას ახალი კონტრაქტი შესთავაზა
ლონდონის „არსენალი“ მადრიდის „რეალში“ განვითარებულ მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალს და ხვდება, რომ ვილიამ სალიბასთან დაკავშირებით ფლორენტინო პერესი სერიოზულ გააქტიურებას გეგმავს.
ჩაბი ალონსო 3-4-3 სისტემის გამოყენების შემთხვევაში, სწრაფ და მაღალი დონის ცენტრალურ მცველს აუცილებლად მოითხოვს, სალიბა კი იდეალური ვარიანტი იქნება.
სწორედ ამ ფონზე, „მეთოფეებმა“ ფრანგ მცველს ახალი ხელშეკრულება და გაუმჯობესებული პირობები შესთავაზეს.
გამომდინარე იქედან, რომ მოთამაშე „რეალის“ მხრიდან ინტერესის შესახებ ინფორმირებულია, ჯერ-ჯერობით არ ჩქარობს და ზაფხულის მოსვლას ელოდება.
24 წლის ფეხბურთელს ლონდონურ გუნდთან ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისს ეწურება, „არსენალს“ კი სურს, რომ ახალი კონტრაქტით 2031 წლის 30 ივნისამდე დატოვოს მოთამაშე ინგლისის დედაქალაქში.
ამის პარარელურად, „რეალი“ ფრანგი ცენტრალური მცველისთვის დაახლოებით 70 მილიონის გამოყოფას გეგმავს.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
- დღეს, 11:06
- 140
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.