კროოსი:„„რეალმა“ მაგალითი „ინტერისგან“ უნდა აიღოს“
ტონი კროოსმა მოახლოვებულ „ელ კლასიკოსთან“ დაკავშირებით ისაუბრა და ჩემპიონთა ლიგის გასული შეხვედრებიც შეაფასა.
„მე არ ვარ „ინტერის“ გულშემატკივარი, მაგრამ „ბარსელონას“ წინააღმდეგ მატჩის დროს ნამდვილად გამეხარდა, როდესაც ანგარიში 3:3 გახდა და მილანურმა კლუბმა ფინალში გასვლის შანსი კვლავ მიიღო.“
„მიდგომა და მწყობრი თამაში, რომელიც სიმონე ინძაგის გუნდმა აჩვენა, ნამდვილა დასაფასებელია. „ინტერმა“ ითამაშა ძალიან მიზანმიმართული და ტაქტიკურად გამართული თამაში.“
„ვფიქრობ, „რეალმა“ „ელ კლასიკოში“ სწორედ იტალიური კლუბისგან უნდა აიღოს მაგალითი. „ინტერმა“ ამ სეზონში კატალონიელთა წინააღმდეგ ყველაზე კარგად ითამაშა.“
- 10 მაი 2025
- 792
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.