ჩაბი ალონსოს „რეალი“ ახალი სისტემით ითამაშებს!
ესპანური გამოცემების ცნობით, ჩაბი ალონსო მადრიდის „რეალის“ სისტემაში სრულ გარდაქმნას გეგმავს. 21-ე საუკუნეში მსგავსი სქემით არცერთ მწვრთნელს არ უთამაშია.
ჩაბი აპირებს, რომ 3-4-3 სქემა გამოიყენოს, რაც გუნდს ბურთზე ტოტალური კონტროლის საშუალებას და დაცვაში მწყობრად გამოსვლის უფლებას მისცემს.
3 ცენტრალური მცველის პირობებში, ფლანგის მცველები გაცილებით მაღლა ითამაშებენ, რისთვისაც ალონსო ტრენტ ალექსანდერ არნოლდსაც შესაბამისად გამოიყენებს.
ჩაბი მიიჩნევს, რომ მისი იდეა სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით გამართლებული იქნება.
მადრიდში ჩასვლის შემდეგ ბასკი სპეციალისტი ყველაფერს შეაფასებს, თუმცა დღევანდელი მოცემულობით, სისტემის შეცვლა გარდაუვალია.
- 10 მაი 2025
- 1 553
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.