„ელ კლასიკოსთვის“ მზადება გადამწყვეტ ფაზაშია
მადრიდული გრანდის ფეხბურთელები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ საწვრთნელ ბაზაზე და ბოლოსწინა ვარჯიში გამართეს. „ელ კლასიკოსთვის“ მზადება გადამწყვეტ ფაზაში შედის.
თავდაპირველი გახურებისა და ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნვის შემდეგ, სამწვრთნელო შტაბმა დიდი ყურადღება დაუთმო ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებს და მოკლე სივრცეში კომბინაციებს.
ტრავმირებული მოთამაშეები აღდგენით პროცესს გადიან, კანტერანოები კი საქმეში აქტიურად არიან ჩართულები.
დღეს მთავარ გუნდთან ერთად ივარჯიშა სამმა კასტილიელმა და რა თქმა უნდა, რაულ ასენსიომ.
ხვალ „მერენგები“ დასკვნით ვარჯიშს გამართავენ, რის შემდეგაც კატალონიისკენ აიღებენ გეზს.
- გუშინ, 14:30
- 243
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.