ჩაბი ალონსოს ტრანსფერი - ვიქტორ გიოკერეში „რეალში“

ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, ჩაბი ალონსო თავდასხმის გაძლიერებას ითხოვს.

Confidencial-ის ცნობით, ჩაბიმ ფლორენტინო პერესს აუხსნა, რომ გუნდში სჭირდება მოთამაშე, რომელიც ტიპიური ფორვარდია. მოთამაშე, რომელსაც შეუძლია თამაშის სურათის შეცვლა, თავით გოლის გატანა და მაღალ ბურთებზე ბრძოლა.

ალონსოს აზრით, „რეალი“ ამ მხრივ სერიოზულად მოიკოჭლებს, ვინაიდან წინა ხაზში მაღალი და თავით კარგად მოთამაშე ფეხბურთელები არ ჰყავს.

შარშან კოლექტივში ხოსელუ ირიცხებოდა, უფრო ადრე ბენზემა, რომელიც ასევე ბრწყინვალედ თამაშობდა თავით. უფრო ადრე BBC-ს ფორმაციაში „რეალი“ ერთ-ერთი საუკეთესო იყო მეორე სართულზე ბრძოლის დროს, რადგან თავით როგორც კარიმი, ასევე რონალდუ და ბეილიც უბადლოები იყვნენ.

ისევ Confidencial-ზე დაყრნობით, ფლორენტინო პერესმა ჩაბის ვიქტორ გიოკერეშის კანდიდატურის განხილვა თხოვა და მაშინვე თანხმობა მიიღო. მეტიც, ალონსო მიიჩნევს, რომ ვიქტორი „9“-იანის პოზიციაზე იდეალური შენაძენი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ „ბლანკოსს“ წინა ხაზში ვინისიუსი, მბაპე და როდრიგო ჰყავს, ალონსო ტიპიური ფორვარდის საჭიროებას ხედავს.

ასევე აღსანიშნავია, რომ გიოკერეშს ამ სეზონში „სპორტინგის“ შემადგენლობაში არანორმალური ციფრები აქვს. კერძოდ, პორტუგალიის ჩემპიონატში მოთამაშემ 31 თამაში ჩაატარა და 38 გოლი გაიტანა, ამას კი 7 საგოლე გადაცემაც მიაყოლა. ჩემპიონთა ლიგაზე ვიქტორის ანგარიშზე 8 თამაში და 6 გოლია, პორტუგალიის თასზე კი 6 თამაშში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა.

გიოკერეშის შესაძლებლობები ამ ეტაპზე 70 მილიონ ევროდ არის შეფასებული.


1

9 მაი 2025 14:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 667

მაშინ როდგიგო 100%-ით წასასვლელია... 


2

9 მაი 2025 14:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 215

სკამზე დასაჯდომად ეს არ მოვა,ვინისიუსს არ გაუშვებენ და რა გამოვა როდრიგო სკამზე ან გაყიდიან და მბაპე მარჯვენა ფლანგზე დადგება?მეეჭვება


3

9 მაი 2025 15:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 136
9 მაი 2025 14:20, Erik Lamela says:

სკამზე დასაჯდომად ეს არ მოვა,ვინისიუსს არ გაუშვებენ და რა გამოვა როდრიგო სკამზე ან გაყიდიან და მბაპე მარჯვენა ფლანგზე დადგება?მეეჭვება

სხვა რა გზაა უნდა დადგეს და კეთილი ინებოს ჩამოვიდეს დაცვასაც მოეხმაროს ხოლმე.

9 მაი 2025 15:20, Reali_06 says:
9 მაი 2025 14:20, Erik Lamela says:

სკამზე დასაჯდომად ეს არ მოვა,ვინისიუსს არ გაუშვებენ და რა გამოვა როდრიგო სკამზე ან გაყიდიან და მბაპე მარჯვენა ფლანგზე დადგება?მეეჭვება

სხვა რა გზაა უნდა დადგეს და კეთილი ინებოს ჩამოვიდეს დაცვასაც მოეხმაროს ხოლმე.

ამდენ მილიონებს ხო უხდიან


4

9 მაი 2025 16:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 138

სადაც იოვიჩი შემოგვტენეს 60 მილიონად და რეინერი 30 თად, ეს რომ მოიყვანოს მართლა რა დაშავდება..... გაუშვას ვინი, როდრიგო და დალაგდება გუნდი. აღარ მჯერა პერესის ჯადოქრობის, ტვინი მოტ..ა უკვე თავისუფალი აგენტებით.....

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (7)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)