„რეალიდან“ უფრო მეტი ფეხბურთელი წავა, ვიდრე მოვა!
მადრიდული გამოცემები დარწმუნებით იუწყებიან, რომ 2025 წლის ზაფხულში „რეალში“ ახალ ფეხბურთელებს აუცილებლად ვიხილავთ, მაგრამ სატრანსფერო ბუმს ადგილი ნამდვილად არ ექნება.
„მარკას“ ინფორმაციით, გუნდიდან უფრო მეტი ფეხბურთელი წავა, ვიდრე მოვა.
არსებული ცნობებით, ამ ეტაპისთვის კოლექტივიდან მოდრიჩის, ვალიეხოს, ლუკას ვასკესის, ანდრეი ლუნინის, დავიდ ალაბას, ფრან გარსიას და მაღალი ალბათობით ფერლან მენდის გაშვება იგეგმება, თუმცა ამ უკანასკნელის გაშვება სხვა ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული.
რაც შეეხება ტრანსფერებს. ტრენტის საკითხი უკვე დაიხურა, ასევე ცნობილია, რომ თუ სასწაული არ მოხდა, ფლორიან ვირციც არ ითამაშებს „რეალში“. გარდა ამისა, გუნდის რადარზე არიან მარტინ სუბიმენდი. ტეო ერნანდესის, კარერასის და მილოშ კერკეშის ტრიო (აქედან გუნდი მხოლოდ ერთს დაიმატებს) და ცენტრალური მცველი, რომელიც მაღალი ალბათობით დინ ჰოისენი უნდა იყოს.
ასევე ცნობილია, რომ გუნდშ 25 ფეხბურთელის დასაკომპლექტებლად ახალი სამწვრთნელო შტაბი კანტერანოებსაც გამოიყენებს რაულ ასენსიოს, ხაკობო რამონისა და მარტინესის სახით.
- 9 მაი 2025
- 1 686
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.