კერკეზის ტრანსფერი - „ლივერპული“ საქმეში სერიოზულად ჩაერთო
„რეალის“ ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე 2025 წლის ზაფხულში განაპირა მცველი მილოშ კერკეზია, თუმცა როგორც ჩანს, ამ ეტაპისთვის ფლორენტინო პერესი მოწინავე პოზიციაზე არ იმყოფება.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, არნე სლოტმა მერსისაიდელთა ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ კერკეზი გუნდისთვის ერთ-ერთი ტოპ პრიორიტეტი უნდა იყოს, სწორედ ამიტომ, პრემიერლიგის ჩემპიონები საქმეში სერიოზულად ჩაერთნენ.
არსებული ცნობით, „ლივერპული“ მილოშის „ენფილდზე“ ჩასაყვანად 55 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს და ამას ამატებს პუნქტს, რომელიც მომდევნო 2 წელიწადში პრემიერლიგის მოგების შემთხვევში, დამატებითი 10 მილიონი ევროს გადახდას ითვალისწინებს.
კერკეზი ახლანდელ კლუბს აუცილებლად შეიცვლის, ეს გადაწყვეტილია, თუმცა იქნება თუ არა ეს „რეალი“, ნამდვილად არავინ იცის.
Relevo-ს ცნობით, შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას ფლორენტინო პერესიც აპირებს და „ლივერპულსა“ და „ბორნმუთს“ შორის არსებული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულია.
- 9 მაი 2025
- 460
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.