ყველაფერი გაირკვა - ჩაბი ალონსო 2028!
მაშ ასე, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობასა და ჩაბი ალონსოს წარმომადგენლებს შორის კონტრაქტის ყველა დეტალი შეთანხმდა.
აღარ არსებობს პუნქტი, რომელზეც მხარეები მომავალში იმსჯელებენ.
მადრიდული გამოცემები იუწყებიან, რომ „მერენგების“ ხელმძღვანელობამ ისიც იცის, უხელმძღვანელებს თუ არა ბასკი სპეციალისტი გუნდს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, თუმცა ეს ამბავი საჯარო მომავალში გახდება.
ალონსო „მერენგების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2028 წლის ზაფხულამდე დარჩება, ის პირველ ეტაპზე 3 წლიან კონტრაქტს მიიღებს.
ასევე ცნობილია, რომ ესპანელს სრული თავისუფლება ექნება სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტების საკითხშიც.
- 9 მაი 2025
- 1 308
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.