ჩაბი ალონსოს ასისტენტი და ახალი ფიზ.მომზადების მწვრთნელი ცნობილია!
მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ, მადრიდის „რეალის“ სამწვრთნელო შტაბს ანტონიო პინტუსი დაემშვიდობება. ჩაბი ალონსომ ფლორნეტინო პერესი იმ ადამიანების კანდიდატურები წარუდგინა, რომელთაც ერთადაც ბერნაბეუზე იმუშავებს.
ჩაბის ასისტენტი, რომელიც დავიდე ანჩელოტის პოზიციას დაიკავებს არგენტინელი სპეციალისტი, სებასტიანი პარილია იქნება, რომელიც „ლევერკუზენშიც“ ბასკთან ერთად მუშაობს. პარილიას 11 წლიანი გამოცდილება აქვს.
რაც შეეხება ფიზიკური მომზადების სპეციალისტს. ამ პოზიციაზე ანტონიო პინტუსს ალბერტო ენსინასი ჩაანაცვლებს, რომელიც ასევე ბუნდესლიგაში მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ ალბერტო რამდენიმე წლის წინ „ბარსელონას“ ახალგაზრდული გუნდის ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ზრუნავდა, ბოლო წლებში კი ალონსოს კოლექტივის წევრია.
- 9 მაი 2025
- 1 151
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.