არდა გიულერი:„ჩემი ოცნებების რვეულში ბევრი რამ წერია“

არდა გიულერმა ჟურნალისტებთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა და არაერთი საკითხი მიმოიხილა.

„ოცნებების რვეულში მიწერია, რომ რეალის ლიდერი და დამსახურებული 10-იანი გავხდები.“

 „იყო დრო, როდესაც ლუკა მოდრიჩის პოსტერები მაძლევდა შთაგონებას, დღეს კი ის ყველა ვარჯიშზე მესაუბრება.“

„ რჩევები, რომელიც ანჩელოტისგან მიმიღია, სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში, ის უნიკალურ თვისებებს ფლობს.“

 „მე უკვე ვიცი რას ნიშნავს ჩემპიონთა ლიგის მოგება. ეს ის ახდენილი ოცნებაა, რომელიც ოცნებების რვეულში მეწერა, მაგრამ იქ კიდევ ბევრი რამ წერია, რასაც რეალში აუცილებლად მივაღწევ.“

„კარლო ხშირად მეხუმრებოდა. მახსოვს მომენტი, როდესაც მან მითხრა ვიცნობდი, თუ არა რაულ გონსალესს. მე რა თქმა უნდა ვიცოდი ვინ იყო ლეგენდა, თუმცა როდესაც ის „რეალში“ ბრწყინავდა, მე ძალიან პატარა ვიყავი. ერთხელ სხვა ადამიანზე მითხრა, რომ ეს რაული იყო, რასაც ბევრი იუმორი და სიცილი მოყვა, თუმცა შემდეგ მართლაც ვნახე ელ კაპიტანო და განსაკუთრებული ემოციები დამეუფლა.“

„როდესაც თურქეთში ვთამაშობდი და „რეალისგან“ წინადადება მივიღო, თავი სიზმარში მეგონა. ფლორენტინო პერესთან პირველი შეხვედრაც საოცარი ემოცია იყო. ასევე ვერ ვივიწყებ პრეზენტაციას და ემოციებს, რომელიც ჩემი ოჯახის წევრებს ჰქონდათ. ეს განსაკუთრებული მომენტები იყო.“


1

5 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 29

ამას დრო მივცეთ და საოცარი მომავალი ექნება მართლაც

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 24
3 ბუდიმირი 18
4 რაფინია 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2025 (96)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)