იბრაჰიმა კონატე „რეალში“ - პერესის გეგმა „ლივერპულის“ მცველის გამადრიდელებაზე!
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალს“ იბრაჰიმა კონატეზეც აქვს თვალი დადგმული და კონკრეტული გეგმაც შეიმუშავა.
თუ მალური ფესვების მქონე ფრანგი მცველი „ლივერპულთან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს და „რეალს“ 2026 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, „ბლანკოსი“ მას სატრანსფერო ბონუსის სახით 20 მილიონ ევროს გადაუხდის და 6 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, სადაც მისი ხელფასი 7.5 მილიონ ევროს მიაღწევს, რაც 6 წლიან ჭრილში საკმაოდ სოლიდური თანხაა.
არნატე სლოტი კონატესთან აქტიურად თანამშრომლობს, მაგრამ როდესაც საქმეში „რეალი“ ერთვება, კონატემ შესაძლოა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღოს.
მერსისაიდელ ფეხბურთელს „ენფილდელებთან“ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისს ეწურება, მისი ფასი დღესდღეობით 60 მილიონ ევროს აღწევს.
- დღეს, 10:41
- 514
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.