99%-ით გადაწყვეტილია - პერესის ახალი ტრანსფერი სამეფო კლუბში!
მადრიდული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ კიდევ ერთი ტრანსფერი ფაქტობრივად დაასრულა.
ტრენტ ალექსანდერ არნოლდის შემდეგ „ბლანკოსის“ რიგებს დინ ჰოისენი უნდა შეუერთდეს. არსებული ინფორმაციით, „ბლანკოსმა“ ახალგაზრდა მცველთან პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა.
ახლა დასასრულებელია მოლაპარაკებები, რომელიც „ბორნმუთთან“ მიმდინარეობს, თუმცა „მარკა“ იუწყება, რომ მთავარი ბარიერი დაძლეულია, რაც ჰოისენის არჩევანში მდგომარეობს.
ახალგაზრდა მცველმა „რეალი“ აირჩია და არა „ლივერპული“,„ სიტი“, „პსჟ“ და სხვა გრანდები.
უახლოეს კვირებში დინთან დაკავშირებით დამაზუსტებელი ცნობები გახდება საჯარო.
- დღეს, 10:40
- 1 094
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.