"კასტილიას" მორიგი ლიდერი მთავარ გუნდში
ჟოზე მაურინიომ სეზონში პირველად შეიყვანა განაცხადში ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელი. ურიგო არ იქნება, თუ ხუან კარლოსის მცირე ბიოგრაფიულ მონაცემებს გაეცნობით.
ხუან კარლოს პერეს ლოპესი იგივე ხუან კარლოსი 22 წლისაა (ის 1988 წლის 30 მარტს დაიბადა). ფეხბურთელი “რეალის” ახალგაზრდულ გუნდებში უკვე მე-4 სეზონს ატარებს. 2006 წელს ის საფეხბურთო კლუბ “ბოადილიადან” გადაიბირეს. “კასტილიაში” მოთამაშე 2009 წლიდან ირიცხება.
ხუან კარლოსი პოზიციით მარცხენა ნახევარმცველია, თუმცა ამავე ამპლუის მარჯვენა ფლანგზეც წარმატებით შეუძლია ასპრეზობა. გარდა იმისა, რომ ფეხბურთელი გამოირჩევა საკმაოდ კარგი ტექნიკით, აქვს შესანიშნავი დარტყმა - კარგად ასრულებს სტანდარტებს. 2009-10 წ.წ. სეზონში 10 გატანილი გოლით ხუან კარლოსი “რეალის” სარეზერვო გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
გასულ სეზონში ხუან კარლოსმა იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ექსპერტები მტკიცედ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ფეხბურთელს “რეალის” მოსამზადებელ ეტაპზე თან იახლებდნენ, თუმცა ჟოზე მაურინიომ არჩევანი მასზე არ შეაჩერა. მიუხედავად ამისა, ხუან კარლოსს შანსი მაინც მიეცა და “სამეფო კლუბში” ერთკვირიანი ვარჯიშის შედეგად, მას “ლევანტესთან” ასპარეზობაც შეეძლება.
“კასტილიას” ერთ-ერთი ლიდერი “რეალში” 26 ნომრიან მაისურს მოირგებს და, როგორც ვარაუდობენ, თამაშში ჩართვის შემთხვევაში, ტრადიციულად, ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგს გაამაგრებს.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com, RealMadrid.Com
- 24 სექტემბერი 2010
- 1 751
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.