ვალდანო:„ტრენტი „რეალს“ მხოლოდ დაცვაში არ გამოადგება“
ხორხე ვალდანოს ტრენტ ალექსანდერ არნოლდთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს.
„ტრენტი კარგი მცველია, ის შესანიშნავად გააძლიერებს ფლანგს, მაგრამ „რეალს“ მხოლოდ დაცვაში არ დაეხმარება. ინგლისელი ფეხბურთელი ყოველთვის ამწვავებს შეტევას და საოცარ პასს ფლობს.“
„დიახ, მე მომენატრა „რეალის“ ეფექტური ფლანგები, რომელსაც წლების მანძილზე მარსელო და კარვახალი ამაგრებდნენ და მათი როლი უდიდესი იყო.“
„დარწმუნებული ვარ, ახალი ფორმაციის „ბლანკოსის“ შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად იქნება გაუმჯობესებული.“
- გუშინ, 22:01
- 1 832
- 119
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.