„ინტერი“ არდა გიულერის სანაცვლოდ 60 მილიონის გადახდას გეგმავს

იტალიური გამოცემების ცნობით, მილანის „ინტერს“ არდა გიულერის დამატება სურს.

„შავ-ლურჯების“ ინტერესი თურქი მოთამაშის მიმართ ძალიან დიდია. სიმონე ინძაგი გიულერს ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს პირდება. ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტის აზრით, არდა და ბარელა ნახევარდაცვის ცენტრში მძლავრ დუეტს შექმნიან.

იმ ფონზე, რომ „ბლანკოსი“ ახალ მწვრთნელს ელის, გიულერთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ახლო ვადებში წარმოება ფაქტობრივად შეუძლებელია.

თუ ჩაბი ალონსო დააფიქსირებს, რომ თურქ ახალგაზრდაზე გათვლის გაკეთებას არ აპირებს, პერესი მოთამაშის 60 მილიონად გასხვისებაზე უკვე სერიოზულად დაფიქრდება.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

1

5 მაი 2025 14:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 176

რა დონის სირი უნდ აიყო ამ ბიჭზე გთვლა არ გააკეთო. იამალის დონისაა უბრალოთ არ ათამაშებენ.  

2

5 მაი 2025 15:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 289

მაგარი ტალანტია,მეტად უნდა გამოეყენებინა კარლოს გიულერი,ყველა პირობა აქვს ძირითადის უცვლელი წევრი გახდეს

3

5 მაი 2025 15:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 643
5 მაი 2025 14:36, Levani Madrid says:

რა დონის სირი უნდ აიყო ამ ბიჭზე გთვლა არ გააკეთო. იამალის დონისაა უბრალოთ არ ათამაშებენ.  

 იამალის დონეს ამაში ვერ ვხედავ, მაგრამ საკმაოდ პერსპექტიული და ჭკვიანი როჟაა და უნდა გამოვიყენოთ

4

5 მაი 2025 15:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 520

ძაან ნიჭიერი ბიჭია და ჯერ ძაან პატარაა, კიდევ აქვს მომატების პერსპექტივა. მაგრამ თუ არ ათამაშე ისე ვერ განვითარდება. მე სულ მიკვირს ამის სკამზე ჯდომა. ხანდახან ისე გასულა 3-4 თამაში რომ ერთ წუთსაც არ ათამაშებს. ალონსო თუ მოვიდა ამ ბიჭს მაგრად გამოიყენებს. ეს და ვირცი ნახევარდაცვაში იმენა მაგარი დუეტი იქნება. არაფრით არ უნდა გაუშვან. 

რაც შეეხება კლასიკოს: კარგია რომ ამდენი დრო გვაქვს მოსამზადებლად, მაგრამ იმედია ისევ არ გამიცრუვდება იმედები. ხვალ იწყებენ ვარჯიშს და 4 დღე აქვთ რომ ერთი კონკრეტული თამაშისთვის მოემზადონ. ბარსელონას დიდი ომი ელოდება სან სიროზე და იმედია ინტერი იტყვის თავის სიტყვას. 

4დღე ძალიან ბევრია, იმისათვის რომ რამდენიმე ტაქტიკა შეიმუშაო. ფიზიკა, პრესინგი, ყველაფერში უნდა მოემზადონ. მართლა ბოლო შანსია კლასიკო. მოვიგებთს და დავრჩებით ლა ლიგის ბრძოლაში, ფრეც კი კლავს ინტრიგას ჩემი აზრით. 

5

5 მაი 2025 15:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 176

რო მოვიგოთ მაინც უკან ვართ და ბარსა ვფიქრობ აღაც წააგებს დარჩენილ შეხვედრებს

6

5 მაი 2025 16:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 585

ძალიან მაგარი მოთამაშე დადგება ამისგამ

ინტელექტი სისხარტე პასი დარტყმა ტექნიკა ყველაფერი აქვს

7

5 მაი 2025 16:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 105
5 მაი 2025 16:06, KingLeo10m says:

ძალიან მაგარი მოთამაშე დადგება ამისგამ

ინტელექტი სისხარტე პასი დარტყმა ტექნიკა ყველაფერი აქვს

დაცვაში თამაში აქვს მოსამატებელი და საუკეთესო მარჯვენა მცველი იქნება, ნუ შეიძლება ისედაც არის დღეს კონკურენცია ნაკლებია თუ ვინმე გაუწევა კარვახალია. კუნდე კარგია მარა ეგ ცენტრ მცველი უფროა ვიდრე ფლანგის. სულ რო არაფერი ჯარიმების შტატიანი შემსრულებელი ეყოლება გუნდს და ძაან დიდი პლიუსია. 

8

5 მაი 2025 16:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 250
5 მაი 2025 16:43, PAQSO says:

როგორც მივხვდი არნოლდზე წერ ხო?:))ის გულერზე ამბობს და დავიბენი:დსს

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

9

5 მაი 2025 16:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 105
5 მაი 2025 16:45, I N I E S T A 8 says:
5 მაი 2025 16:43, PAQSO says:
დაცვაში თამაში აქვს მოსამატებელი და საუკეთესო მარჯვენა მცველი იქნება, ნუ შეიძლება ისედაც არის დღეს კონკურენცია ნაკლებია თუ ვინმე გაუწევა კარვახალია. კუნდე კარგია მარა ეგ ცენტრ მცველი უფროა ვიდრე ფლანგის. სულ რო არაფერი ჯარიმების შტატიანი შემსრულებელი ეყოლება გუნდს და ძაან დიდი პლიუსია. 

როგორც მივხვდი არნოლდზე წერ ხო?:))ის გულერზე ამბობს და დავიბენი:დსს

უი პოსტი შემეშალა :დ , კი არნოლდზე. ესეც კაი ბიჭია მარა აი ერთი წლით არენდა დახატავდა გერმანიაში მუდმივი პრაქტიკის პონტში. ენდრიკსაც იგივე სჭირდება. ეს 10ზე მოთამაშე იგროკია და გერმანიაში ეგ პოზიცია ისე იხვეწება აგერ დებრუინის მაგალითი რო ამასაც მოხოდავენ არდას

10

5 მაი 2025 17:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 250
5 მაი 2025 16:48, PAQSO says:
უი პოსტი შემეშალა :დ , კი არნოლდზე. ესეც კაი ბიჭია მარა აი ერთი წლით არენდა დახატავდა გერმანიაში მუდმივი პრაქტიკის პონტში. ენდრიკსაც იგივე სჭირდება. ეს 10ზე მოთამაშე იგროკია და გერმანიაში ეგ პოზიცია ისე იხვეწება აგერ დებრუინის მაგალითი რო ამასაც მოხოდავენ არდას

ოზილს ვამსგავსებ არდას.პტაქტიკა რო უნდა მაგას ლაპარაკიც არ ჭირდება.კარლოა რაღაცნაირი მწვრთნელი სულ კიდია ახალგაზრდები თორე აქამდეც უნდა მოემატა ამ ბიჭს.გერმანული დისციპლინა ნებისნიერ ნიჭიერ ფეხბურთელს  მოუხდება.

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

11

5 მაი 2025 18:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 94
5 მაი 2025 14:36, Levani Madrid says:

რა დონის სირი უნდ აიყო ამ ბიჭზე გთვლა არ გააკეთო. იამალის დონისაა უბრალოთ არ ათამაშებენ.  

არ გეწყინოს ძმა მარა სად ერეკლე და სად ჩემიო, ეგ შედარებაა

12

5 მაი 2025 19:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 226

რა რესურსიც დღეს აქვს რეალს ნახევარდაცვაში არავის დამატებას არ საჭიროებს, რაც გვჭირდება ეს არის დაცვის ერთი ცენტრალური, ერთი მარცხენა მცველი და ერთიც თავით მოთამაშე ფორვარდი. 

13

5 მაი 2025 20:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 250
5 მაი 2025 19:30, გურჯი says:

რა რესურსიც დღეს აქვს რეალს ნახევარდაცვაში არავის დამატებას არ საჭიროებს, რაც გვჭირდება ეს არის დაცვის ერთი ცენტრალური, ერთი მარცხენა მცველი და ერთიც თავით მოთამაშე ფორვარდი. 

მთელი სეზონიანრეალს აქ 1 პრპბლემა და ეს პრობლემაა კროოსის მსგავსი ფეხბურთელის გუნდში არ ყოლა.პორიქით პირველი ის უნდა ვინცბურთა დაიჭერს.

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

14

5 მაი 2025 20:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 185
5 მაი 2025 19:30, გურჯი says:

რა რესურსიც დღეს აქვს რეალს ნახევარდაცვაში არავის დამატებას არ საჭიროებს, რაც გვჭირდება ეს არის დაცვის ერთი ცენტრალური, ერთი მარცხენა მცველი და ერთიც თავით მოთამაშე ფორვარდი. 

ვერ დაგეთანხმები. ორი ბოქს თუ ბოქს ნახევარმცველი გვყავს ჯუდის და ფედეს სახით. 

ჯუდს ბურთის ამოტანა და გამამწვავებელი პასის გაკეთება შეულია, მაგრამ მეორე საკითხში ისეთი მაგარი ვერაა, როგორც თვითონ ჰგონია. ტემპის კონტროლი ხო საერთოდ არ მინახავს მისგან. ფედეს დაბალი ბურთის შეყოლება საერთოდ არ გამოსდის, მხოლოდ ჩაწოდება.

ჩუამენისა და ედუარდოზე არ დავიწყებ საუბარს, საერთოდ სხვა პროფილებია. კამავინგაზე ვერც ვხვდები რა ვუყოთ, ისე აურიეს ტვინი ყველა პოზიციაზე თამაშით, თვითონაც აღარ იცის ვინაა.

საჭიროა მოკლედ კროოსის ნაირი ფეხბურთელი. სტილით 1-1-ში შემცვლელი მარტო პედრია და ამიტო ვინმე ისეთი აუცილებლად გვინდა, ვინც ფედეს და ჯუდს შეავსებს.

15

5 მაი 2025 20:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 90
5 მაი 2025 14:36, Levani Madrid says:

რა დონის სირი უნდ აიყო ამ ბიჭზე გთვლა არ გააკეთო. იამალის დონისაა უბრალოთ არ ათამაშებენ.  

იამალის დონის ვერასოდეს გახდება ეს.იამალი ტალანტია

16

5 მაი 2025 21:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 105

ვირცია საჭირო, 4-2-3-1 წყობაც. 4-3-3 ლუკა და კროოსის ნაირი იგროკები სჭირდება და ეგეთი ბაზარზეც არაა

17

5 მაი 2025 22:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 520
5 მაი 2025 15:41, Levani Madrid says:

რო მოვიგოთ მაინც უკან ვართ და ბარსა ვფიქრობ აღაც წააგებს დარჩენილ შეხვედრებს

რომ მოვიგოთ მერე რეალს უფრო ექნება ჩემპიონობის შანსი ვიდრე ბარსას. ბარსას უფრო ცუდი კალენდარი აქვს. ჯერ ესპანიოთან გასვლა, სადაც ომი იქნება იმენა, არამგონია ბარსას ის საქციელი დაევიწყებინათ, ესპანიოლის სტადიონზე რომ აღნიშნეს ჩემოიონობა და ამ დროს ესპანიოლი რომ გავარდა. მერე ფანები გადახტნენ სტადიონზე და კი გააქციეს ყველა. ძაან მძიმე თამაში ექნება მანდ დარწმუნებული ვარ. წარმოიდგინეთ ეგ რომ მოხდეს რა მოვლენა იქნება. ბარსას ესპანიოლის სტადიონზე მოპოვებულიც ექნება ჩემპიონობა და დაკარგულიც. ორივე ვარიანტი ექნება გამოცდილი.  მერე ვილიარეალი, რომელიც ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ბეტისი კუდში მიყვება. ბოლო ტურში კიდე ბილბაო, სან მამესზე. ეგაც ურთულესი თამაში ექნებათ. რეალსაც არ ყავს მარტივი მეტოქეები, მაგრამ ისინი არ არიან ფორმაში არც ერთი. სევილიაში იქნება ალბათ რთული. 

ასე რომ კლასიკო თუ მოვიგეთ დიდი შანსია ჩემპიონობის. სადღაც დაუცდება ფეხი ბარსას მაგ სამ თამაშში. ამიტომ თავი უნდა დადონ და ერთი კლასიკო მაინც უნდა მოიგონ ამ სეზონში. კარლოს თუ არ უნდა რომ მართლა ყველა ფანმა დედის ტრაკის გინებით  გაისტურა, რაღაც უნდა ქნას ამ სეზონში. 

18

5 მაი 2025 23:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 151

ეს არ უნდა გაუშვან.

ძაან მაგარი ბიჭია ბურთსაც იჭერს თამაშსაც კარგად ხედავს გოლის ალღო აქვს. თან ეგეთი პატარაა ფიზიკურად რომ მოძლიერდეს ძაან მაგარი ფეხბურთელია.

19

6 მაი 2025 00:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 250
5 მაი 2025 22:45, murtoreali777 says:
დიდი შანსია ჩემპიონობის.

გააჩნია ხვალ რა მოხდება.ბარსელონა თუ გავიდა ფინალში და ტრებლის მოგების შანსი 90 % გაზარდა არამგონია კლასიკო წააგოს 

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

20

6 მაი 2025 00:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 289

ბარსამ უნდა დადოს ლა ლიგა უეჭველად,თუ რეალმა დადო ლა ლიგა მეშინია კარლო არ დატოვონ 1 წლით)) ასე რომ ჯობია უტიტულო სეზონი გვქონდეს

21

6 მაი 2025 07:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 513

არც ისეთი კარგია,როგორც მისი მეხოტბეები საუბრობენ,მაგრამ ახალგაზრდაა და მომატება შეუძლია.თუ ჩაბიმ ვირცი დააყენა მის ადგილას,ჯობია გაუშვან,ზამენაზე ცოდოა.

22

6 მაი 2025 11:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 313

Eh dges gava barsa pinalshi da moigebs kidec pinals.interi da pag araa magis momgebi gamocdileba aqvs barsas didi

23

6 მაი 2025 11:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 520
6 მაი 2025 11:29, realmadrid says:

Eh dges gava barsa pinalshi da moigebs kidec pinals.interi da pag araa magis momgebi gamocdileba aqvs barsas didi

სან სიროზე გასვლა და მოგება ეგრე ადვილი არაა მეგობარო. შანსები თანაბარია, მცირე უპირატესობას მივცემდი ინტერს, იმიტომ რომ სახლში თამაშობს. არ გამოვრიცხავ დამატებით დროს და პენალტებსაც. მაგრამ მე ინტერის გასვლა მგონია. 

24

6 მაი 2025 15:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 13
5 მაი 2025 14:36, Levani Madrid says:

რა დონის სირი უნდ აიყო ამ ბიჭზე გთვლა არ გააკეთო. იამალის დონისაა უბრალოთ არ ათამაშებენ.  

თუ არ ათამაშებენ საიდან იცი რომ იამალის დონისაააა???? :D

5 მაი 2025 22:45, murtoreali777 says:
5 მაი 2025 15:41, Levani Madrid says:

რო მოვიგოთ მაინც უკან ვართ და ბარსა ვფიქრობ აღაც წააგებს დარჩენილ შეხვედრებს

რომ მოვიგოთ მერე რეალს უფრო ექნება ჩემპიონობის შანსი ვიდრე ბარსას. ბარსას უფრო ცუდი კალენდარი აქვს. ჯერ ესპანიოთან გასვლა, სადაც ომი იქნება იმენა, არამგონია ბარსას ის საქციელი დაევიწყებინათ, ესპანიოლის სტადიონზე რომ აღნიშნეს ჩემოიონობა და ამ დროს ესპანიოლი რომ გავარდა. მერე ფანები გადახტნენ სტადიონზე და კი გააქციეს ყველა. ძაან მძიმე თამაში ექნება მანდ დარწმუნებული ვარ. წარმოიდგინეთ ეგ რომ მოხდეს რა მოვლენა იქნება. ბარსას ესპანიოლის სტადიონზე მოპოვებულიც ექნება ჩემპიონობა და დაკარგულიც. ორივე ვარიანტი ექნება გამოცდილი.  მერე ვილიარეალი, რომელიც ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ბეტისი კუდში მიყვება. ბოლო ტურში კიდე ბილბაო, სან მამესზე. ეგაც ურთულესი თამაში ექნებათ. რეალსაც არ ყავს მარტივი მეტოქეები, მაგრამ ისინი არ არიან ფორმაში არც ერთი. სევილიაში იქნება ალბათ რთული. 

ასე რომ კლასიკო თუ მოვიგეთ დიდი შანსია ჩემპიონობის. სადღაც დაუცდება ფეხი ბარსას მაგ სამ თამაშში. ამიტომ თავი უნდა დადონ და ერთი კლასიკო მაინც უნდა მოიგონ ამ სეზონში. კარლოს თუ არ უნდა რომ მართლა ყველა ფანმა დედის ტრაკის გინებით  გაისტურა, რაღაც უნდა ქნას ამ სეზონში. 

მართალი ხარ ძმაო და გილოცავთ ჩემპიონობას....ბებიაჩემს რომ ის ქონდეს აბუაჩემი იქნებოდა <3 

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ალვარო გარსია 1
2 იამალი 1
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2025 (170)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)