"ჩემს წასვლასთან დაკავშირებით მოუ არაფერ შუაშია"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ვიცე კაპიტანმა, ხოსე მარია გუტი ერესმა განაცხადა, რომ გუნდის დატოვება მისი გადაწყვეტილება იყო....

"გუნდის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ მოურინიოს შესაძენად იბრძოდა, როდესაც მე მათ ჩემი წასვლის შესახებ ვუთხარი. ჟოზესთან არასდროს არ მისაუბრებია."

"მადრიდის "რეალი" ძალიან კარგ გზას ადგას. მინდა ჩემს ყოფილ გუნდს წარმატებები ვუსურვო. "ბლანკოსში" ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია. გუნდი თამაშებს იგებს, მაგრამ არადამაჯერებლად. გასულ წელსაც ასე დავიწყეთ, მაგრამ რამდენიმე მატჩის შემდეგ თამაში დავხვეწეთ."

"ჩემი აზრით მე და რაული უკეთეს დამშვიდობებას ვიმსახურებდით. ამ გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთეთ რაც კი შეგვეძლო. ჩვენ წასვლის დროს მხოლოდ პრეს–კონფერენცია გავმართეთ, მგონი უკეთეს დამშვიდობებას ვიმსახურებდით."

"გუნდში დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი, მაგრამ როგორც კასტილიელი ფეხბურთელების მწვრთნელი. დარწმუნებული ვარ, ამაზე რაულიც არ იტყოდა უარს. კარიერის დასრულების შემდეგ ძალიან მინდა კასტილიელების მწვრთნელი ვიყო."

"ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი გუნდის დატოვების შემდეგ "რეალის" კაპიტანი იკერ კასილასი გახდა. ის ღირსეული კაპიტანია. კრისტიანო რონალდოს დაცდა მოუწევს."

"კრისტიანო რონალდოთი გულშემატკივრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, მაგრამ მე რონალდოს ვურჩევ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს. მე დარწმუნებული ვარ რონალდო ყველას დაუმტკიცებს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ეს უკვე მან "ოლდ ტრაფორდზე გააკეთა."

ინფორმაციის წყარო Marca.com

  • Dzebnili
  • 24 სექტემბერი 2010
  • 1 666
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)