„რეალი“ და პრემიერლიგის გრანდები - ჰოისენი ძალიან პოპულარულია!
დინ ჰოისენის გამოსასყიდი თანხა 1 ივნისიდან გააქტიურდება და 60 მილიონ ევროს შეადგენს.
თუ მადრიდის „რეალი“ ბორნმუთთან“ სხვა თანხაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს, 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვა იქნება შესაძლებელი.
ამის პარარელურად, ესპანელ 20 წლის მცველზე პრეტენზიას პრემიერლიგის სხვა გრანდებიც აცხადებენ.
„ლივერპული“ მოლაპარაკებებისთვის მზად არის, საქმეში ასევე ჩართულები არიან ლონდონის „ჩელსი“ და მანჩესტერ „იუნაიტედი“.
როგორც ჩანს, ახალგაზრდა უკანახაზელს საქმე ასარჩევად აქვს, თუმცა „ბლანკოსი“ უპირატეს მდგომარეობაში იმყოფება. ესპანელ ფეხბურთელს ბერნაბეუზე თამაში სურს.
- 5 მაი 2025
- 671
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.