მიატოვიჩი:„კერკეზი იდეალური ვარიანტი იქნება“
პეჯა მიატოვიჩმა მადრიდის „რეალს“ კერკეზის დამატება ურჩია.
„მე ვფიქრობ, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ვარსკვლავური ფეხბურთელი მილოშ კერკეზია და მადრიდის „რეალმა“ მას შანსი უნდა მისცეს.“
„მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე არაერთი მარცხენა მცველი ჩანს, კერკეზის პერსპექტივა, ფიზიკური კონდიციები და სათამაშო სტილი მადრიდულთან ყველაზე ახლოს არის.“
„თუ პერესი მილოშს არ დაიმატებს, ის სხვა კლუბში წავა. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ მოთამაშე ზაფხულში „ბორნმუთში“ აღარ დარჩება.“
- 5 მაი 2025
- 679
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.