210 მილიონი „რეალის“ 2 ფეხბურთელის სანაცვლოდ - პერესი დაფიქრდა!
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალს“ ინგლისის პრემიერლიგიდან 210 მილიონიანი წინადადება აქვს, რომელიც 2 ფეხბურთელს უკავშირდება.
„არსენალი“ და „სიტი“ როდრიგო გოეშის დამატებაზე სერიოზულად ფიქრობენ. ბრაზილიელის ფასი 120-იდან 140 მილიონ ევრომდე მერყეობს, ფავორიტი კი ამ ეტაპზე ხოსეპ გვარდიოლას გუნდია, რომელიც ინტერესს შარშანაც გამოხატავდა.
გარდა ამისა, სატრანსფერო სიახლეები ეხება ორელიან ჩუამენისაც. კონკრეტულად კი ინტერესს „ლივერპული“ გამოხატავს. არნე სლოტი ფრანგის დამატებით გასულ ზაფხულსაც ინტერესდებოდა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა.
ორელიანის სანაცვლოდ ინგლისელები 60-იდან 70 მილიონი ევროს დიაპაზონში იხდიან.
იმ ფონზე, რომ ფლორენტინო პერესი საკმაოდ ეფექტური სატრანსფერო კამპანიის წარმოებას გეგმავს, 210 მილიონი ნამდვილად ის თანხაა, რომელზეც მადრიდულ ოფისებში მსჯელობენ.
- 5 მაი 2025
- 5 839
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.