ვალდანო:„გიულერი ბევრად კარგად ჩაჯდება ალონსოს სისტემაში“
ხორხე ვალდანომ არდა გიულერი შეაქო და განაცხადა, რომ ახალი მწვრთნელის პირობებში, ის ბევრად ეფექტური იქნება.
„ალონსოს სისტემაში არდა გიულერი გაცილებით უკეთესად ჩაჯდება. ჩაბისა და ანჩელოტის შორის სისტემური მიდგომის თვალსაზრისით განსხვავებებია. დარწმუნებული ვარ, ჩაბის მოსვლის შემდეგ „რეალი“ ბურთის კონტროლსა და მძლავრ ნახევარდაცვაზე გაცილებით დიდ აქცენტს გააკეთებს, აქ კი არდას ის თვისებები გამოჩნდება, რასაც თურქი ფეხბურთელი „ფენერბაჰჩეში“ თამაშის დროს ავლენდა.“
„„სელტას“ კარში გატანილმა ეფექტურმა გოლმა კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას, რომ გიულერის დარტყმაც აუცილებლად გამოსაყენებელია.“
„ვიმედოვნებ, 11 მაისის „ელ კლასიკოში“ თურქ ფეხბურთელს სასტარტო შემადგენლობაში თამაშის საშუალება მიეცემა და გუნდს დიდ დახმარებას გაუწევს.“
„ეჭვი არ მეპარება, არდა ახლა ძალიან მოტივირებულია და სურს, რომ ყველას აჩვენოს, თუ რა შეუძლია.“
- 5 მაი 2025
- 661
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.