პერესს სალიბა ძალიან მოსწონს!
ადრე თუ გვიან ვილიამ სალიბა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდება. ფრანგი ფეხბურთელი ფლორენტინო პერესმა მიზანში ამოიღო.
თუ „არსენალთან“ შეთანხმება 2025 წლის ზაფხულში ვერ მოხდება, ის აუცილებლად უნდა შედგეს 2026 წელს. სწორედ ეს არის პერესის გეგმა, რომელიც მიიჩნევს, რომ „რეალის“ დაცვის ცენტრი 2026 წლისთვის უკვე ძალიან გადახალისებული იქნება.
გუნდი ამ ზაფხულს დავიდ ალაბას მაღალი ალბათობით გაუშვებს და მის ნაცვლად სალიბას მოყვანას შეეცდება, ხოლო თუ შეთანხმება ვერ მოხერხდება, 2026 წლისთვის ეცდება ტრანსფერის სრულყოფას.
გამომდინარე იქედან, რომ რაულ ასენსიო, ხაკობო რამონი და ჟოან მარტინესი იმედისმომცემ ახალგაზრდებად ითვლებიან, „ბლანკოსს“ შეუძლია ფსონი მათზეც დადოს. გარდა ამისა გამოჯანმრთელება მილიტაო და გუნდს ასევე ეყოლება ანტონიო რუდიგერი, რომელიც ძალიან დიდი ძალაა.
ესპანური გამოცემების ცნობით, „ბლანკოსს“ სალიბას ტრანსფერ 100 მილიონ ევრომდე ყველა ვარიანტში დაუჯდება.
- 5 მაი 2025
- 466
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.