ახალი სეზონი “ელ კლასიკოთი” იხსნება
ესპანეთში ახალი საკალათბურთო სეზონი უპრინციპულესი მატჩით იხსნება. ქვეყნის სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს “ბარსელონა” და “რეალი” დაუპირისპირდებიან. შეხვედრა, დღეს, ესპანეთის ქალაქ ვიტორიაში გაიმართება, “კახა ლაბორალის” მშობლიურ, ბუესა არენაზე.
მატჩის ყურება შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში ჩვენი საიტის მეშვეობით.
სეზონში პირველი ტიტულის მოპოვებას “სამეფო კლუბი” განახლებული და ოდნავ გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება. გუნდში კარგი განწყობაა. ეტორე მესინას შეგირდებს მოსამზადებელ ეტაპზე არცერთი მატჩი არ წაუგიათ. პრობლემები არ არის ტრავმების მხრივაც - ყველა მოთამაშე მწყობრშია.
გამომდინარე იქიდან, რომ “ბარსელონამ” გასულ სეზონში ევროლიგა და სამეფო თასი მოიგო, ამ გუნდის შემადგენლობაში შედარებით უმნიშვნელო ცვლილებებია. “ასულგრანას” ლიდერები: რიკი რუბიო, ხუან კარლოს ნავარო, პიტ მიქაელი და ფრან ვასკესი გუნდში დარჩნენ. მათ გარდა, “ბარსამ” სერიოზული შევსება მიიღო კოსტა პეროვიჩის სახითაც.
შეხვედრა 23:30-ზე დაიწყება. “რეალის” განაცხადი კი ასე გამოიყურება:
გამთამაშებლები: პრიგიონი, სერხიო როდრიგესი.
მცველები: ტაკერი, ლული.
ფორვარდები: სუარესი, ველიჩკოვიჩი, ვიდალი.
მძიმე ფორვარდები: გარბახოსა, მიროტიჩი.
ცენტრები: რეიესი, ტომიჩი, ფიშერი.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 24 სექტემბერი 2010
- 2 215
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.