ვინისიუსი:„წინ გადამწყვეტი „ელ კლასიკო“ გველის“
ვინისიუს ჟუნიორმა „სელტასთან“ შეხვედრა შეაფასა.
„მიხარია, რომ გავიმარჯვეთ, თუმცა მეორე ტაიმში გუნდში ქაოსი იყო. ეს აღარ უნდა დავუშვათ და მომდევნო ტურებში სრულფასოვნად კონცენტრირებულები ვიყოთ.“
„გუნდი პირველ ტაიმში მოწოდების სიმაღლეზე იდგა, თუმცა თამაში 90 წუთიანია.“
„წინ „ელ კლასიკო“ გველის, რომელსაც გადამწყვეტი ხასიათი ექნება. პირობას გაძლევთ, რომ „ბარსელონას“ წინააღმდეგ საუკეთესო ფეხბურთს ვითამაშებთ. ჩვენთვის ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება.“
„მბაპეს გოლები? ვიმედოვნებ, ის ლა ლიგის „პიჩიჩი“ გახდება. დღეს კილიანმა ორი ლამაზი გოლის გატანა შეძლო.“
- გუშინ, 20:03
- 265
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.