არდა გიულერი:„ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ“
არდა გიულერმა „სელტას“ დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. ვიცოდით, რომ „სელტასთან“ ვერმოგებას ჩვენი შანსის მნიშვნელოვანი შემცირება მოყვებოდა, სწორედ ამიტომ, ბოლომდე ვიბრძოლეთ.“
„როდესაც შეხვედრა 3:0 იყო, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენს გამარჯვებას საფრთხე დაემუქრებოდა, თუმცა ფაქტია, რომ მოწინააღმდეგემ კარგად ითამაშა.“
„ჩემი გოლი? ამ კომპონენტს ვარჯიშებზე ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობ.“
„საგოლე გადაცემა? ვფიქრობ, მბაპემ ძალიან დიდი როლი ითამაშა იმ მომენტში. ფრანგმა სწორად იმოძრავა და დამაგვირგვინებელი დარტყმაც ეფექტური გამოუვიდა.“
„„ელ კლასიკოს“ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ ლა ლიგის მოგება გვსურს, კატალონიაში უნდა გავიმარჯვოთ.“
- 4 მაი 2025
- 396
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.