რამონი:„ბერნაბეუზე თამაში ჩემთვის დიდ ემოციებს უკავშირდება“
ხაკობო რამონმა დღეს სათამაშო დრო მიიღო. ახალგაზრდა კანტერანომ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„გუნდს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა და მიხარია, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ. პირველ ტაიმში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა, შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა როგორც უკვე გითხარით, მთავარი გამარჯვება იყო.“
„იმედი მაქვს, ლა ლიგაში „რეალის“ ღირსებას კიდევ ბევრჯერ დავიცავ. ბერნაბეუზე თამაში განსაკუთრებულ ემოციებს უკავშირდება.“
„წარმოუდგენლად მადლიერი ვარ სამწვრთნელო შტაბის. „ბლანკოსი“ ჩემთვის ყველაფერია.“
„სანამ მოედანზე გავედი, მწვრთნელმა მითხრა, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა და საკუთარი ფეხბურთი მეთამაშა, მე მისგან ყოველთვის განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვგრძნობ.“
„მომდევნო ტურში „ელ კლასიკო“ გაიმართება, სადაც „ბლანკოსის“ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.“
- 4 მაი 2025
- 259
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.