ანჩელოტი:„ახლა ყველა „ელ კლასიკოზე“ გადავერთვებით“

კარლო ანჩელოტიმ „სელტასთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„რაულ ასენსიო ძალიან დაიღალა და თამაშის გაგრძელება აღარ შეეძლო. ჩემი გადაწყვეტილება ესპანელი ფეხბურთელის შეცვლასთან დაკავშირებით სწორედ ამიტომ მივიღე.“

„პირველ ტაიმში დამაჯერებლები ვიყავით, მეორე ნახევარში კი სიტუაცია აირია. ჩვენ გამარჯვება ნამდვილად დავიმსახურეთ.“

„არდა გიულერი პროგრესს აჩვენებს. თურქი ფეხბურთელი შესანიშნავი იყო და 3 ქულის მოპოვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. არდა არასდროს კარგად პროფესიონალიზმს და საკუთარ კლასს.“

„ლა ლიგა ახლა „ბარსელონას“ ხელშია, მაგრამ თუ ჩვენ „ელ კლასიკოს“ მოვიგებთ, კარგი შანსი გაგვიჩნდება. გუნდი ყველაფერს იღონებს წარმატების მისაღწევად. პირობას გაძლევთ, რომ 11 მაისს მადრიდული გრანდი საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებას შეეცდება.“

„ძალიან სერიოზული შეხვედრა გველის, მოსამზადებლად კი საკმარისი დრო გვაქვს. „ლა კოპას“ ფინალში ჩვენ ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, მაგრამ ბოლოს არ გაგვიმართლა.“

„კილიანი კატალონიელთა წინააღმდეგ ყოველთვის ახერხებს ეფექტურ თამაშს. ვიმედოვნებ, 11-შიც ასე იქნება.“

„არდა გიულერი ნამდვილად იბრძოლებს „ბარსელონას“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად.“

„როდრიგო მალე დაგვიბრუნდება, მას დაზიანება არ აქვს.“

„კურტუა დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო კარის დარაჯია. ის უკვე წლებია ამ სტატუსს ინარჩუნებს. არ ვიცი, არის თუ არა ბელგიელი საუკეთესო მათ შორის, ვინც კარიერის მანძილზე გამიწვრთნია. მე მიმუშავია ჯიჯისთან, დიდასთან, კასილასთან, ნოიერთან, ჩეხთან და პიკფორდთან. დამეთანხმებით, ყველა ძალიან ძლიერი იყო.“

„ბოლო თვეებში გიულერის წინსვლა აშკარაა, როგორც ფიზიკური, ასევე სათამაშო თვალსაზრისით,  მან ძალიან მოუმატა.“


1

4 მაი 2025 19:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 212

რაცარუნდა შემადგენლობის სიცარიელე ვასახელოთ და ლოგიკურიცაა ამის ზედმეტი სიფრთხილე და პრესინგზე უარის თქმაც აღსანიშნავია ყოველთამაშში რომ გუნდს ბოლო 10 წუთს კარში ჩამდგარს ათამაშებს, არც კლასიკოში მჯერავს მისი


2

4 მაი 2025 20:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 250

ბარსა თუ მაგრად არ დაღალა ინტერმა ამ დაცვით სადაც რუდოგერიც არ იქნება ნაკლები შანსია კარლიტო.გარსია ჩუამენს გააწამებს ის ანაკომის სუპა:)))

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

3

4 მაი 2025 23:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 217

ისევ ჩაიჯვავს კლასიკოში როგორც წელს ახერხებდა წარმატებით 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ალვარო გარსია 1
2 იამალი 1
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2025 (170)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)