თუ გიულერი გარანტიებს ვერ მიიღებს, ის კლუბიდან წავა

არდა გიულერი მადრიდში აბსოლუტურად ადაპტირებულია. თურქი ფეხბურთელი უკვე 2 წელია მადრიდში ცხოვრობს და შეჩვევის ეტაპმდე უკვე დიდი ხანია გადაიარა, ახლა მოთამაშის მოთხოვნები იზრდება.

არდა ჩაბი ალონსოს ელოდება, რომელსაც თავის მხრივ, თურქის წაყვანა „ლევერკუზენში“ სურდა და სათამაშო გარანტიებსაც პირდებოდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იქ სხვა მოცემულობა, „რეალში“ კი განსხვავებული კონკურენცია იქნება.

მიმდინარე სეზონში არდას ანგარიშზე 1388 წუთია, რაც 38 დაპირისპირებაზე მოდის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითო შეხვედრაში ძალიან ცოტა სათამაშო დროს იღებს.

ლა ლიგის მომდევნო ტურებსა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე თურქისთვის გაცილებით მეტი დროის მიცემა იგეგმება, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის.

არდა უკვე მივიდა იმ ეტაპამდე, რომ გარანტიები მოითხოვოს. თუ „რეალში“ მას კვლავ ღმრმა სათადარიგო მოთამაშედ მოიაზრებენ, თურქი განიხილავს არაერთ წინადადებას, რომელიც სხვადასხვა ჩემპიონატიდან არსებობს.


1

4 მაი 2025 16:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 151

რა უნდა ამას კიდე ხო თამაშობს სასტავის კაცი ჯერ ვერ იქნება და ჩამოყალიბდეს) 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ალვარო გარსია 1
2 იამალი 1
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2025 (170)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)