ანჩელოტი:„არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე ჩემი და „რეალის“ ურთიერთობა“

„სელტასთან“ დაპირისპირების წინ კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.

„„სელტა“ ძალიან კარგი გუნდია, რომელიც ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს. ჩვენ კარგად მოვემზადეთ, რადგან მთელი კვირა გვქონდა ვარჯიშისთვის. ვეცდებით, საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ და მორიგი 3 ქულა ჩავიწეროთ აქტივში, რაც ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უდიდესი მნიშვნელობის მქონეა.“

„როდესაც ლა ლიგა დასრულდება, ხელმძღვანელობას შევხვდები და ყველაფერს განვიხილავ. პრესაში გავრცელებული ინფორმაციების 90% სიმართლეს არ შეესაბამება. არ ვიცი, საიდან მოდის ეს ცნობები. ახლა სიმშვიდეს ვინარჩუნებ და მსურს, ესპანეთის ჩემპიონატის დარჩენილი შეხვედრები მოვიგო. მომავალზე საუბრის დრო მოვა 25 მაისის შემდეგ.“

„ჩვენ პროფესიონალები ვართ. არ ვფიქრობთ რა იქნება მაისის ბოლოს. ჩვენი საზრუნავი ამ ეტაპზე „სელტასთან“ შეხვედრაა, შემდეგ „ელ კლასიკო“ და ასე შემდეგ. მიდგომა უნდა იყოს პროფესიონალური და არა გაფანტული. როგორც უკვე გითხარით, გუნდში აბსოლუტური სიმშვიდეა და არავინ ფიქრობს, შეიცვლება მწვრთნელი თუ არა.“

„ლა ლიგის მოგების კარგი შანსი გვაქვს, ამიტომ ახლა სწორედ კონცენტრაციაა საჭირო. თუ „სელტას“ დავამარცხებთ, ხოლო შემდეგ „ბარსელონასაც“ მოვუგებთ, ჩვენი შანსები ძალიან გაიზრდება.“

„„ელ კლასიკოს“ წაგების შემდეგ, ფლორენტინო პერესე ვესაუბრე და სიტუაცია გავააანალიზე. ფლორენტინო ყოველთვის მხარს გვიჭერს და ჩვენთან ერთად არის.“

„ისევ მომავალზე მეკითხებით, მე კი სხვას ვერაფერს დავამატებთ. 25 მაისს ლა ლიგას დავასრულებთ, შემდეგ კი შეგვიძლია მომავალზე ვისაუბროთ.“

„ხესუს ვალიეხო? დიახ, ახლა მას ნამდვილად ექნება თამაშის შანსი, რადგან დაცვაში მძიმე სიტუაცია გვაქვს.“

„გასული სეზონი „რეალისთვის“ ძალიან წარმატებული და სრულყოფილი იყო. ამ სეზონში ბევრ პრობლემას გადავაწყდით, რომელიც ზაფხულში მოგვარდება და მჯერა, რომ „ბლანკოსი“ კვლავ დაბრუნდება მოწოდების სიმაღლეზე. ყველა სეზონი ერთნაირად სტაბილური ვერ იქნება, ეს ფეხბურთია, სადაც ხშირად იცვლება ვითარება.“

„არ ვიცი, რას დავაბრალო კონკრეტული წარუმატებელი შეხვედრები, თუმცა მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდ პრობლემას ტრავმები წარმოადგენდა, განსაკუთრებით ამის თქმა დაცვის ხაზზე შეიძლება.“

„არდა გიულერი კარგად პროგრესირებს, მან ამ სეზონში გაცილებით მეტი ითამაშა, ვიდრე შარშან. დარწმუნებული ვარ, თურქი კიდევ მოუმატებს და „ბლანკოსის“ შეუცვლელი ფეხბურთელი გახდება. არდას აქვს ტალანტი, რომელიც არ აქვთ სხვებს, ის განსაკუთრებული მოთამაშეა და ეს არაერთხელ აღმინიშნავს.“

„ჩემთვის არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე ურთიერთობა მადრიდის „რეალთან“.  გუნდის ხელმძღვანელობისა და ჩემი ურთიერთობა ყოველთვის დიდ პატივისცემაზეა დაფუძვნებული.“

„ალონსო? კლოპი? სოლარი? მე არ ვიცი ვინ შემცვლის ადრე თუ გვიან, არც ის ვიცი, 2025 წელს შევიცვლეიბ, 2026-ში თუ 2030-ში, თუმცა „რეალის“ ნებისმიერ მწვრთნელს პატივს ვცემ. ჩაბი ჩემი ფეხბურთელი იყო და მიხარია, რომ სამწვრთნელო ასპარეზზე დიდი წარმატება აჩვენა.“


1

გუშინ და 19:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 7

არარი გამორიცხული დარჩეს თუ ლალიგა დადო


2

გუშინ და 21:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 56
გუშინ და 19:58, Real madrid15 says:

არარი გამორიცხული დარჩეს თუ ლალიგა დადო

შანსი 0%

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 18
4 რაფინია 15

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2025 (38)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)