ენდრიკის დამატებით „პსჟ“ ინტერესდება

Confidencial-ის ცნობით, მადრიდის „რეალმა“ სრულიად მოულოდნელი შეთავაზება მიიღო.

საქმე ეხება ენდრიკ ფელიპეს, რომელიც „პსჟ“-ს რადარზე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ლუის ენრიკეს გუნდს შეტევის ხაზში არანაირი პრობლემა არ აქვს, ალ ჰელაიფი ბრაზილიელი ტალანტის დამატებაზე სერიოზულად ფიქრობს.

ენდრიკს ამ სეზონში შანსი არ ეძლეოდა, მაგრამ კონკრეტულ დაპირისპირებებში მაინც აჩვენა საკუთარი კლასი.

ბრაზილიელის იჯარით დამატებით არაერთი გუნდი ინტერესდება, მაგრამ პარიზელებს არა იჯარა, არამედ მოთამაშის ყიდვა აინტერესებთ და მასში დიდ პერსპექტივას ხედავენ.

ესპანელებსა და ფრანგებს შორის არც ისე კარგი ურთიერთობაა, რაც მბაპეს ტრანსფერს უკავშირდება, მაგრამ ფაქტია, რომ ინფორმაცია უკვე არსებობს.

ასევე უცნობია თავად ფეხბურთელის პოზიცია, რომელიც აპირებს, რომ ახალ მწვრთნელს მოუსმინოს და მისი გეგმების შესახებ შეიტყოს.


1

3 მაი 2025 23:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 136

პსჟ-ს სწორი პოლიტიკააქ სულ ახალგაზრდებზე აკეთებს გათვლებს 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (7)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)