ფაბრიციო:„ჩაბი „რეალს“ ნებისმიერ მომენტში ეტყვის თანხმობას“
ფაბრიციო რომანომ ჩაბი ალონსოს „რეალის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„ჩაბი „რეალს“ ნებისმიერ მომენტში დათანხმდება, შეთანხმება უკვე არსებობს და არცერთი კომპონენტი არ საჭიროებს დამატებით განხილვას.“
„მხარეებმა ასევე იციან, როდის ჩაუდგება სათავეში ესპანელი სპეციალისტი „ბლანკოსს“ და წაიყვანს თუ არა ის „რეალს“ ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე.“
„ჩაბის ასევე გაზიარებული აქვს ხედვა, რომელსაც „რეალი“ სატრანსფერო ფანჯრის დროს უნდა მიყვეს.“
„არ ვფიქრობ, რომ „ელ კლასიკომდე“ რამე ცნობილი ოფიციალურად გახდება, თუმცა შეთანხმება დახურულია.“
- 3 მაი 2025
- 374
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.